ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ხალხის წინაშე არასოდეს ტირიან

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ხალხის წინაშე არასოდეს ტირიან

ზოგიერთი ადამიანი ადვილად ტირის. თუმცა, არსებობენ ისინიც, ვინც სხვების წინაშე არასოდეს ტირიან. თქვენს წინაშეა ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებისთვისაც საჯარო ტირილი კატეგორიულად მიუღებელია:

  1. თხის რქა

თხის რქა, ემოციურად დათრგუნული მიწის ნიშანია. ის ძალიან შრომისმოყვარე და სტაბილური ადამიანია, რომელსაც სძულს ცრემლების დანახვა, განსაკუთრებით სამუშაო გარემოში, განსაკუთრებით კი საკუთარი ცრემლების... . როგორი იმედგაცრუებაც არ უნდა გამოცადოს, რაც არ უნდა მოხდეს მის პირად ცხოვრებაში, თხის რქა სტაბილურ ემოციას შეინარჩუნებს მანამ, სანამ სრულიად მარტო არ დარჩება. მას ღრმად სჯერა, რომ ემოციების გამოხატვა, განსაკუთრებით კი ტირილი, ზედმეტად ინტიმური თემაა. როგორც წესი, მისი ემოციური აშლილობა მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში გრძელდება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდეგანო მარტოობაში. ამის მიზეზი ისაა, რომ გრძნობების განცდას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, რაციონალურ თხის რქას კი, ამ რესურსის დახარჯვა უბრალოდ არ სურს.
  1. მორიელი

მორიელი გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარე არსებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,  რომ ოდესმე ამას იხილავთ. მორიელს ნდობის პრობლემები აქვს და ძალიან უჭირს ემოციური გახსნა. მისთვის წარმოუდგენლად რთულია დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა და არაფერია უფრო საშიში, როდესაც ვინმე მას მოწყვლადს ხედავს. როგორც არ უნდა ატკინოთ, როგორც არ უნდა გააგიჟოთ ის, მორიელი ღირსეულად გაუმკლავდება თქვენს მიერ გამოწვეულ ტკივილს და ჩვეული რაციონალობით მიიღებს მას. ყოველ შემთხვევაში თქვენს თვალწინ. თუმცა, ნუ მოტყუვდებით - ის ინახავს ყველა ცრემლს, რათა მოგვიანებით, როდესაც თქვენზე შურს იძიებს, სიხარულის ცრემლებად გადააქციოს. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა არასოდეს გადაკვეთოთ ეს საზღვარი. თქვენ მის ცრემლებს ვერ დაინახავთ, აი საკუთარს კი - დიდი ალბათობით.
  1. ქალწული

არც ქალწული არ მოგცემთ საშუალებას ნახოთ მათი ტირილი. არასოდეს, არც ერთი ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა მათ დაშორდებით, დაესწრებით მისი საყვარელი ადამიანის დაკრძალვას, პირდაპირ ეჩხუბებით თუ რომანტიკულ მელოდრამაზე დაპატიჟებთ. ქალწული მშვიდ სახეს შეინარჩუნებს ბოლომდე. მისი მიზეზი შედარებით მარტივია - ის ზედმეტად ამაყია იმისთვის, რომ ვინმემ საკუთარი ძვირფასი გრძნობები და ემოციები დაანახოს. ამ ფუფუნებას არავინ არ იმსახურებს. წერტილი.