კოსტა-ბრავას ველური სანაპირო: ადგილი, რომელზეც ყველა ადამიანი ოცნებობს
- 16.06.2023

რა არის კოსტა-ბრავა?
კოსტა-ბრავა, ეს არის სანაპირო რეგიონი ესპანეთში, რომელიც ბარსელონას ჩრდილო აღმოსავლეთიდან იწყება და საფრანგეთის საზღვრამდე გრძელდება. მისი სახელი, სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „ველური სანაპირო“. ამბობენ, რომ ეს სახელი დაკავშირებულია შემოდგომა-ზამთრის ამინდთან, როდესაც ამ ადგილებში ცივი ქარებით ამოძრავებული ზღვა ველური და საშიში ხდება. ზღაპრული სილამაზის, არაჩვეულებრივი კლიმატის და მომხიბლავი სანაპიროების გამო, კოსტა-ბრავას მთავარი ბიზნესი - მეთევზეობა, ჯერ კიდევ გასული წლის 50-იან წლებში ტურიზმით ჩანაცვლდა. ასე დაიბადა მსოფლიოში სახელგანთქმული საკურორტო ზონა - კოსტა-ბრავა. ადგილი, რომელზეც ყველა ადამიანი ოცნებობს.
რა უნდა ვნახო კოსტა-ბრავაზე?
ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გამო, ტურისტული სეზონი აქ აღდგომაზე იწყება და სექტემბრის ბოლოს მთავრდება. ამ დროს სანაპირო ქალაქები სავსეა დამსვენებლებით და საცხოვრებელი ბინის ფასები ასტრონომიულ მაჩვენებლამდე იზრდება.
კოსტა-ბრავა განთქმულია ისეთი ადგილებით როგორებიცაა ლორე დე მარი, წმინდა კლოტილდეს ბაღები, ქალაქი ჟირონა, ბანიოლეს ტბა, ბესალუს ციხე-ქალაქი, ტოსა დე მარი, ქალაქი ვარდები, ესპანეთის ვენეცია და რაღა თქმა უნდა - სალვადორ დალის სახლ-მუზეუმი. აქ შეხვდებით კატალონიურ ციხე-სიმაგრეებს, სათევზაო პორტებსა და ნავსადგურებს, ესპანური კულტურის მრავალფეროვნებას, ვიწრო ქუჩებს და ყველაფერს, რაც ზღაპრული დასვენებისთვის არის საჭირო.