სუშის შეკვეთების რაოდენობით საქართველო რეგიონში ლიდერობს
- სუშის შეკვეთების რაოდენობით საქართველო რეგიონში ლიდერობს, სრული რაოდენობის 80%-ით
- Glovo-ზე სუშის მომწოდებელი მცირე ქართული ბიზნესების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 40%-ით გაიზარდა
- მაკი, გუნკანი და ნიგირი ფავორიტებია, ხოლო "ტემპურას" სტილი და ახალი "სუშირიტო" პოპულარული ხდება ქვეყანაში
2022 წელს Glovo-მ განსაცვიფრებელი რაოდენობის სუში მიაწოდა მომხმარებელს, 6 სეტი საათში ან 144 სეტი დღეში. ეს მიღწევა აძლიერებს საქართველოს სტატუსს, როგორც სუშის მთავარი მომხმარებელი მეზობლებს შორის. ასევე, აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, Glovo-ზე სუშის შეკვეთებზე მოთხოვნა 32%-ით გაიზარდა.
საქართველოში ამ იაპონურ კერძზე მოთხოვნა მთელი დღის განმავლობაში სტაბილურად მაღალია. თუმცა, დილის 9 საათიდან 12 საათამდე ქართველები 633%-ით მეტ სუშის მიირთმევენ მსოფლიო ტენდენციასთან შედარებით, რაც ადასტურებს, რომ ქართველებისთვის სუში სასაუზმედ განსაკუთრებულად პოპულარული არჩევანია. უფრო მეტიც, სუშიზე მოთხოვნა მთელი კვირის განმავლობაში საკმაოდ მაღალია, მცირე ზრდას ვხედავთ პარასკევსა და შაბათს - როდესაც მომხმარებლები გემრიელი შაბათ-კვირისთვის ემზადებიან.
2022 წლის მონაცემებში, ხაზგასასმელია 18 ნოემბრის 13:33 საათი, როდესაც ქვეყნის ქუჩებში კურიერებს 46 სუშის სეტი ერთდროულად მიჰქონდათ მომხმარებლებთან. მოთხოვნა განსაკუთრებულად მაღალი იყო ოქტომბრის თვის განმავლობაში, ხოლო, დღეების მიხედვით, სამი თარიღი გამოიკვეთა - 16,9 და 3 დეკემბერი.
2022 წელს Glovo-ზე, მომხმარებლებისთვის სუშის შესაკვეთად ყველაზე მოთხოვნადი პარტნიორები Bangkok, Sushi24 და Sushi Go გახდნენ. ადგილობრივ ფავორიტებად კი გამოიკვეთა T Sushi, Copacabana (ბათუმი), SushiCo, Poke Bar და Ukve (თბილისი).
2022 წელს საქართველოში სუშის ყველაზე მოთხოვნად სახეობებს შორის, პირველი ადგილი მაკი-მ დაიკავა, რომლესაც გუნკანი მოჰყვება. დიდი ინტერესი გამოიწვია ნიგირიმ, ოშიმ და საშიმმაც. პოპულარულ ინგრედიენტთა შორის გამოირჩა ორაგული, ტუნა, კიბორჩხალა და კრევეტები, ასევე, ქართველმა სუშის მოყვარულებმა არჩევანი გააკეთეს ისეთ უჩვეულო ინგრედიენტებზე, როგორიცაა ქათამი და ფილი. უახლესი ტენდენციები აჩვენებს, რომ სუშირიტო, სუშისა და ბურიტოს ჰიბრიდი, და ტემპურა სუში სულ უფრო პოპულარული ხდება მთელი ქვეყნის ფარგლებში.
და ბოლოს, აღსანიშნავია, სუშიზე შეყვარებული მომხმარებლებიც - ერთმა მომხმარებლებმა Glovo-ს მეშვეობით წლის განმავლობაში სუშის 369 სეტი შეუკვეთა. მონაცემთა ისტორიაში გამოანათა ბათუმელმა მომხმარებელმა, რომელმაც Copacabana-ში განთავსებულ ერთ შეკვეთაში 659.40 ლარი გადაიხადა. თუმცა, უდავოდ, ყველაზე გულუხვი მომხმარებლისა და სუშის ენთუზიასტის ტიტული აიღო მომხმარებელმა, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში სუშის შეკვეთებში 2012.80 ლარი გადაიხადა.
Glovo-ს შესახებ:
Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Გლოვოს ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში.
Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: tekla.vekua@providers.glovoapp.com
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია