LIFE

იცით რას ნიშნავს, თუ ქალი ყვავილს თმაში, ყელზე ან მაჯაზე იმაგრებს?

იცით რას ნიშნავს, თუ ქალი ყვავილს თმაში, ყელზე ან მაჯაზე იმაგრებს?

ალბათ უკვე შენიშნეთ, რომ სეზონის მთავარი ტრენდი, ეს ხელოვნური ვარდია. ქალების უმრავლესობა, ამ აქსესუარს თმებში, ყელზე ან მაჯაზე იმაგრებს. მაგრამ ტრადიციულად, სხეულის სხვადასხვა ადგილზე, ყვავილის დამაგრება, სხვადასხვა სიმბოლოს ატარებს. მოდით, ერთად გავიგოთ, რა სიმბოლიზმი იმალება ამ ულამაზესი დეტალის მიღმა.

ყვავილი თმებში



გავრცელებული სიმბოლიზმის მიხედვით, თუ ქალი ყვავილს თმაში, მარჯვენა ყურის უკან იმაგრებს, ეს ნიშნავს, რომ ის მარტოხელაა. ხოლო თუ ყვავილი მარცხენა ყურის უკან არის დამაგრებული, ეს ნიშნავს, რომ ის უკვე დაკავებულია. ამიტომ, შემდეგ ჯერზე, სანამ ამ მოდურ აქსესუარს მოირგებთ, კარგად დაფიქრდით, რომელიც ყურის უკან დაიმაგრებთ.

ყვავილი ყელზე



ტრადიციულად, ყვავილის ყელზე დამაგრება, სადღესასწაულო განწყობის მანიშნებელია. როგორც წესი, ეს იდეალური არჩევანია, თუკი ქორწილში, გრანდიოზულ დაბადების დღეზე ან სხვა განსაკუთრებულ ღონისძიებაზე მიდიხართ. ცხადია, ეს დეტალი ხაზს უსვამს ქალის ყელს, დეკოლტესა და მხრებს, ამიტომ ითვლება, რომ ყვავილის დასამაგრებლად, ეს ყველაზე სექსუალური ადგილია.

ყვავილი მაჯაზე



მართალია ეს მოცეკვავეებისა და მეჯვარეების ტრენდია, თუმცა, ამ ზაფხულს ნუ გაგიკვირდებათ, თუკი მას ნებისმიერ ქალზე შენიშნავთ. დიახ, ეს აქსესუარი ისეთი ტრენდულია, როგორიც არასოდეს აქამდე. კარგი ამბავი ისაა, რომ მაჯაზე დამაგრებული ყვავილი იდეალურად გამოკვეთს გარუჯულ ხელებსა თუ მომხიბლავ მანიკიურს. ამიტომ, სცადეთ ეს ვარიანტი და გაიხალისეთ ზაფხულის დღეები!

და აქვე, ცხადია, თამამად შეგიძლიათ ყვავილი ბროშად გამოიყენოთ. ეს უკვდავი სტილი, ახლაც ძალიან მოთხოვნადია!