LIFE

3 საუკეთესო სასტუმრო კახეთში, სადაც ამ ზაფხულს, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად დაისვენებთ

3 საუკეთესო სასტუმრო კახეთში, სადაც ამ ზაფხულს, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად დაისვენებთ

ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, დასვენება და განტვირთვა, ჩვენი მთავარი საზრუნავი ხდება. სამწუხაროდ, ჩვენი უმრავლესობა ვერ ახერხებს ხანგრძლივი შვებულების აღებასა და ქვეყნიდან ან თუნდაც ქალაქიდან გასვლას. ასეთ შემთხვევაში იდეალურია ქალაქგარეთ უქმეებზე გასვლა და კუთვნილი განტვირთვის მიღება.


საბედნიეროდ, დედაქალაქთან ძალიან ახლოს, კახეთში, აუცილებლად აღმოაჩენთ საინტერესო და მომხიბლავ სასტუმროებს. სადაც მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად, შეძლებთ სასიამოვნო დროის გატარებას.
  1. ახაშენის ღვინის კურორტი და სპა

ახაშენის ღვინის კურორტი და სპა მდებარეობს გურჯაანში, სოფელ ახაშენში. აქაური ღვინო მთელს ქვეყანაშია სახელგანთქმული - აქ მოყვანილი საფერავისგან ხომ უნიკალური გემოვნური თვისებების ღვინო მზადდება.

კურორტი სწორედ ამითია განსაკუთრებული სასტუმროს ნაგებობების გარშემო ვენახია გაშენებული, სადაც საფერავის ჯიშის ვაზია დარგული. კურორტის ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, საშუალება აქვთ ადგილზე, გაეცნონ ქართული ღვინის დამზადების ტრადიციებს, რომელიც უკვე 8 000 წელზე მეტს ითვლის.

ახაშენის ღვინის კურორტი მოიცავს სასტუმრო ნომრებს, სპას, საცურაო აუზს, საბავშვო და გასართობ სივრცეებს. დამატებით, კურორტიდან კავკასიონის ქედის საუცხოო ხედი იშლება. აქვეა შესაძლებელი ღვინისა და ყურძნის სპა პროცედურების მიღება და სხეულის გაჯანსაღება.
  1. სასტუმრო სავანეთი

სასტუმრო სავანეთი მდებარეობს თელავთან ახლოს, ისტორიულ სოფელ იყალთოში, თბილისიდან 97 კმ მოშორებით. სასტუმროს ნომრებიდან იშლება ულამაზესი და მომხიბვლელი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთავარ ქედზე.

აქ შეხვდებით გარე აუზს, საუნას, რესტორანს, ლაუნჯს, საბილიარდოს, მარანს და ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. სავანეთის რესტორანი სტუმრებს ნატურალური, ადგილობრივი წარმოების, სეზონური პროდუქტებით დამზადებულ კახურ ტრადიციულ და ევროპულ კერძებს სთავაზობს.

დამატებით, სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ კახეთის ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა იყალთოს აკადემია, ალავერდის მონასტერი, ძველი და ახალი შუამთის მონასტრები, ბატონის ციხის ციხე, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, გრემი, ნეკრესი, ასევე ღვინის ქარხნები, სახლის მარნები და მრავალი სხვა.
  1. ბაბანეურის მარანი

ბაბანეურის მარანი ქვემო ალვანის თემში მდებარეობს. ერთ სივრცეში მოქცეული მარანი, სასტუმრო, ღია საცურაო აუზი, საკონფერენციო სივრცე სტუმრებს მყუდრო გარემოს და გამორჩეულ ღვინოს სთავაზობს. კავკასიონის მთავარი ქედის ძირში მდებარებაბანეურის მარანიოთხივე სეზონზე გიმასპინძლებთ. ეს გამორჩეული არქიტექტურული სტილის სასტუმრო 28 სტუმარზეა გათვლილი.

სასტუმროს და მარნის ტერიტორიაზე უძველესი დასახლების და ღვინის წარმოების კვალია აღმოჩენილი. ამას ადასტურებს ვენახში ნაპოვნი არტეფაქტებიც. ისტორიული წარსული ეტყობა მიწას, სადაც უნიკალური ვაზი ხარობს.  11 ჰექტარზე ოთხი ჯიშის ვაზია გადაჭიმული: კახური მწვანე, საფერავი, ქისი, რქაწითელი. ხედად - ალავერდი, მაღრანი, აგროხი.

აქაურობა ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმარზეა მორგებული. ეზოში საბავშვო ატრაქციონები დგას და, რა თქმა უნდა, კახური სუფრის მასტერკლასები იმართება. ეს სივრცე, დასვენებასთან ერთად, საუკეთესო ადგილია სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული 3 საუკეთესოს სასტუმროს დაჯავშნას, საუკეთესო ფასად, რაღა თქმა უნდა, SWOOP -ზე შეძლებთ. მაგრამ ამ ზაფხულს, Mastercard-თან ერთად, დასვენება და განტვირთვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომია:

1 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით, შეარჩიეთ თქვენი ფავორიტი სასტუმრო SWOOP-ზე, გადაიხადეთ Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით და მიიღე 20%-მდე დამატებითი ფასდაკლება.

შეარჩიეთ თქვენს სურვილებზე მორგებული ლოკაცია, გადაიხადეთ Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით და შექმენით ცხელი ზაფხულის შეუფასებელი მოგონებები!