არსებობს მომენტები, როდესაც აუცილებელია არ ვიფიქროთ სხვა რამეზე და აწმყო დროით დავტკბეთ. ესაა მომენტები, როდესაც ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია:
- როდესაც იმ ადამიანთან ხართ, ვინც გიყვართ: მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ადამიანებს დიდი ყურადღება მიაქციოთ. რადგან ხშირად ნახულობთ, არ ნიშნავს რომ თქვენი ყურადღება საჭირო არაა. ნებისმიერი ურთიერთობა ჩართულობით უკეთესი ხდება.
- როდესაც გამოსავალს და პასუხებს ეძებთ: მოერიდეთ ხმაურს და ისეთ რაღაცებს, რამაც შეიძლება თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. მიეცით თქვენ თავს უფლება კარგად დაფიქრდეთ და ბევრად გაგიადვილდებათ მიიღოთ პასუხს ან დაინახოთ გამოსავალი.
- როდესაც არ გინდათ ამ სიტუაციაში ყოფნა: შეეცადეთ დასძლიოთ დისკომფორტი და თქვენ შიშებს მამაცად შეხვდით. როდესაც არა თუ გარბიხართ არა კომფორტული სიტუაციიდან, არამედ, მას უმკლავდებით, გეხმარებათ, რომ სამომავლოთ მსგავს მომენტებს ბევრად მარტივად გაუმკლავდეთ.
- როდესაც ბუნებაში ხართ: მიაქციეთ ყურადღება გარემოს და სცადეთ იყოთ მადლობელი. როდესაც ბუნებაში ხართ შეეცადეთ დატკბეთ მომენტით. ბუნებასთან დამყარებული კავშირი აუმჯობესებს თქვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.