LIFE

ნერვული სისტემის გაუმჯობესების 7 ჭკვიანური ნაბიჯი

ნერვული სისტემის გაუმჯობესების 7 ჭკვიანური ნაბიჯი

სენსორული ნერვების რთული ქსელი, ნერვული სისტემა ადამიანის სხეულის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილია. ის პასუხისმგებელია როგორც შინაგან, ისე გარე სტიმულებზე  და ასევე, სხეულის მრავალი სასიცოცხლო ფუნქციის შესრულებაზე.

მაგალითად, ის მოიცავსსაჭმლის მონელებაზე ზრუნვას, გულის ფუნქციონირებას, ტკივილზე რეაგირებას, სუნთქვის, ემოციების, სხეულის ტემპერატურის რეგულირებას და ზოგადად, სხეულის მდგომარეობ.

ნაბიჯი 1: ივარჯიშეთ ყოველდღიურად

ვარჯიში ნამდვილად არ ნიშნავს, მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას.  უბრალოდ  შეგიძლიათ შეავსოთ  „კროსვორდის თავსატეხი,“ ამოხსნათ ლოგიკური ამოცანები, ეს ააქტიურებს თქვენს ნერვულ სისტემას და აიძულებს მას შეასრულოს აუცილებელი ფუნქციები. ნევროლოგები ვარაუდობენ, რომ ასეთი აქტივობები ააქტიურებს ნერვულ რეცეპტორებს  და ეხმარება საბრძოლო სიტუაციებში, როგორიცაა დამბლა, ინსულტი, მეხსიერების დაქვეითება და ა.შ.

ნაბიჯი 2: გამოიძინეთ

ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის, ფიზიკური ჯანმრთელობისა გაძლიერებაში. გამოიძინეთ სათანადოდ, ანუ მინიმუმ რვა საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული დაავადებები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს აზროვნებაზე, რეაქციაზე, სწავლასა და სხვებთან კომუნიკაციაზე.  ძილის დარღვევამ შეიძლება დაგაყენოთ დიაბეტის, გულის უკმარისობის, მაღალი წნევის, ქოლესტერინის და სხვა  პრობლემების წინაშე.

ნაბიჯი 3: დიდი დრო გაატარეთ მზის შუქზე

კვლევებმა აჩვენა, რომ მზე ამცირებს ჯანმრთელობის დარღვევის ფართო სპექტრის რისკს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ცენტრალური ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის.  ყოველ დილით მზის სხივების ზემოქმედება, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, საკმარისია თქვენი სხეულის ნერვული სისტემის გასაძლიერებლად და ამავდროულად საკმარისი D ვიტამინის მარაგისთვის.

ნაბიჯი 4: დაამატეთ მედიტაცია თქვენს ყოველდღიურ რუტინაში

მედიტაცია ნერვული სისტემის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ნერვები პასუხისმგებელია ნებაყოფლობითი ცნობიერი რეაქციებისა და უნებლიე რეაქციების ფუნქციონირებაზე. მედიტაცია ხელს უწყობს გულისცემისა, არტერიული წნევისა თუ სუნთქვის რეგულირებას და ზოგადად, ყველა სხვა სიმპათიკური ნერვის დამშვიდებას.

ნაბიჯი 5: იარეთ ფეხშიშველმა

თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენ დავივიწყეთ ყველაზე სასარგებლო რამ, რაც ეხმარება სხეულს დედამიწასთან დაკავშირებაში. ფეხშიშველი სეირნობა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტინქტია კაცობრიობისთვის. ის პოზიტიურად ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე და აუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას. ფეხშიშველი სიარული დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ასევე ბიოლოგიური ბალანსის მაქსიმალურ რეგულირებაში.

ნაბიჯი 6: დალიეთ მწვანე ჩაი

დღეში ერთხელ მაინც ფინჯანი მწვანე ჩაის დალევა შესანიშნავი საშუალებაა თქვენი ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. ამინომჟავებით მდიდარი მწვანე ჩაი ხელს უწყობს სეროტონინის დონის შენარჩუნებას. გარდა ამისა, მწვანე ჩაიში შემავალი კოფეინი ხელს უწყობს კონცენტრაციის, აზროვნების უნარისა და ფოკუსირების გაუმჯობესებას. ის ასევე დაგეხმარებათ უძილობის, დიაბეტის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

ნაბიჯი 7: საკვები, რომელსაც მიირთმევთ, მნიშვნელოვანია

ჯანსაღი კვება ხელს უწყობს არა მხოლოდ სათანადო წონის შენარჩუნებას და მრავალი დაავადების პრევენციას, არამედ აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ისეთი საკვები, როგორიცაა ჩიას თესლი, ორაგული, ყვავილოვანი კომბოსტო, სარდინი და ყლორტები აუმჯობესებენ ნერვული იმპულსების გადაცემას. ასევე რეკომენდებულია შოკოლადი, ნუში და ყავისფერი ბრინჯი. სხვა საკვები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ნერვული სისტემის გაძლიერებაში, არის ლობიო, კარტოფილი, ბანანი, კვერცხი და ძროხის ღვიძლი.  დამატებით, ყოველდღიურად არც 2 ლიტრამდე წყლის მიღება არ უნდა დაგავიწყდეთ!