ჯანმრთელობა
2023 წელს, ხილისა და ბოსტნეულის ეს 15 სახეობა, პესტიციდებისგან ყველაზე დაცულია
- 07.07.2023
ევროპული კანონმდებლობის თანახმად, ორგანული პროდუქტი არ უნდა ექვემდებარებოდეს სინთეზური ქიმიკატების - პესტიციდებისა და სასუქების გამოყენებას. ხოლო თუკი პროდუქტი ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, ის ვერ მიიღებს რეალიზაციისთვის აუცილებელ სერტიფიკატს. ამ ორგანული სერტიფიკატის გარეშე, ხილი და ბოსტნეული, სავარაუდოდ, პესტიციდებით იქნება დამუშავებული.
სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს, შესაბამისად უცნობია, როგორ მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული, რომელიც ჩვენს მაგიდებზე ხვდება. სინთეზური ქიმიკატებით გამოწვეული რისკი კარგად იდენტიფიცირებულია გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც სპეციალიზებულია ტოქსიკური ქიმიკატების და დაბინძურებული სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, სადაც განიხილავს 46 ყველაზე მოხმარებად ხილსა და ბოსტნეულს მსოფლიოში. ამასთანავე, აქვეყნებს პესტიციდებით ყველაზე გაჟღენთილი და ყველაზე უსაფრთხო ხილისა თუ ბოსტნეულის სიებს.
აშშ-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უახლესი ხილისა და ბოსტნეულის ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით, გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფის სახელმძღვანელო 2023 მოიცავს 46 ხილისა და ბოსტნეულის მონაცემებს.
რეკომენდებულია, რომ ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ყველაზე მეტადაა დაცულია პესტიციდებისგან, უფრო აქტიურად ჩართოთ რაციონში.
რომელი ხილი და ბოსტნეულია პესტიციდებისგან ყველაზე დაცული?
- ავოკადო
- სიმინდი
- ანანასი
- ხახვი
- პაპაია
- ბარდა (გაყინული)
- სატაცური
- ნესვი
- კივი
- კომბოსტო
- სოკო
- მანგო
- ტკბილი კარტოფილი
- საზამთრო
- სტაფილო
თემები: