14 ყველაზე რომანტიკული იდეა პაემნისთვის - მოუწყვეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი დღესასწაული
- 15.02.2017
ჩვენს ეპოქაში ადამიანური, ხელშესახები ურთიერთობები ვირტუალურმა ჩაანაცვლა და საყვარელი ადამიანებისთვის, უმეტესწილად, დრო აღარ გვრჩება. გაქრა რომანტიკა და ურთიერთობები გაცივდა.
თუმცა არასოდესაა ცუდი, უფრო მეტიც, აუცილებელიცაა, დაგეგმოთ რომანტიკული პაემანი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხანგრძლივი ურთიერთობა გაქვთ საყვარელ ადამიანთან, პაემანზე წასვლა ყოველთვის კარგი იდეაა. რა თქმა უნდა, სანთლების შუქზე ვახშამს არ ვგულისხმობთ.
გთავაზობთ 14 საუკეთესო იდეას საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად, გრძნობების გასაღვიძებლად და ურთიერთობის გასამყარებლად:
1. გაისეირნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად საჰაერო ბუშტით.
2. გაატარეთ ღამე დესერტის მომზადებაში;
3. მიიღეთ მზის აბაზანები სანაპიროზე ერთმანეთის გვერდიგვერდ;
4. მოიწყვეთ კრუიზი და დატკბით მზის ჩასვლის ულამაზესი პეიზაჟით.
5. დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანი სახურავზე მოწყობილ ბარში.
6. წადით ცეკვის გაკვეთილზე, ეს ყველაზე ვნებიანი პაემანი იქნება თქვენს ცხოვრებაში.
7. წადით ისეთ სასტუმროში საიდანაც შთამბეჭდავი ხედი იშლება.
8. ეწვიეთ მუზეუმს ღამით.
9. ისიამოვნეთ რომანტიკული ფილმის ყურებითა და ვახშმით ერთდროულად.
10. დატკბით წყვილის მასაჟით.
11. უყურეთ მზის ამოსვლას.
12. იხილეთ ჯაზის წარმოდგენა.
13. შეიქმენით ინტიმერი გარემო ცეცხლთან.
14. და ბოლოს, ერთი შეხედვით ყველაზე ბანალური, თუმცა საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ყველაზე რომანტიკული პაემანი - ეს ვარსკვლავებზე დაკვირვებაში გათენებული ღამეა.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, ბედნიერება, მამაკაცები, ქალები, რჩევები
<a href="http://www.popsugar.com">http://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია