LIFE

როდის დგება განშორების დრო? - თუ ეს 6 ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, ურთიერთობა აუცილებლად უნდა დაასრულოთ

როდის დგება განშორების დრო? - თუ ეს 6 ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, ურთიერთობა აუცილებლად უნდა დაასრულოთ

ზოგჯერ წყვილის თანაცხოვრება ძალიან რთულდება, თუმცა ისინი მაინც ერთად ყოფნას ამჯობინებენ. ხშირად უგულებელყოფენ თავიანთ უბედურებას. ზოგჯერ იმიტომ, რომ უბრალოდ, მარტოობის ეშინიათ.

თუმცა გახსოვდეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არც ერთი პარტნიორისთვის არაა კარგი. ზოგიერთი უარყოფს კიდეც თავის უბედურებას. თუ ეს ექვსი ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, დროა, დაასრულოთ ურთიერთობა, ან შეცვალოთ ზოგიერთი რამ:

1. შეამჩნიეთ, რომ გირჩევნიათ თავისუფალი დრო არა საყვარელ ადამიანთან, არამედ სხვებთან ერთად გაატაროთ:

თუ თქვენ ერთი სული არ გაქვთ სახლში წახვიდეთ საყვარელ ადამიანთან, ეს ცუდი ნიშანია. პრობლემაა, როცა თავისუფალ დროს სხვა ადამიანებთან ატარებთ. თუ ეს იმის გამო ხდება, რომ საყვარელ ადამიანთან უკვე დიდი დრო გაქვს გატარებული, რომ უკვე მოგბეზრდა, მიეცი საკუთარ თავს ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება, იცხოვრეთ მცირე დროით ცალ-ცალკე და ნახეთ, როგორ იგრძნობთ თავს როცა კვლავ შეერთდებით.

როდის დგება განშორების დრო? - თუ ეს 6 ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, ურთიერთობა აუცილებლად უნდა დაასრულოთ

 2. თუკი, ფიქრი მარტოხელობაზე ცოტათი მაინც აღგაფრთოვანებთ

თუ თქვენს პარტნიორთან გატარებული წლების შემდეგ, გიჩნდებათ ფიქრი სხვა ადამიანთან ყოფნის და ეს იდეა მიგაჩნიათ უკეთესად, ვიდრე ურთიერთობაში დარჩენა, ან მარტოხელობაზე ფიქრი ცოტათი მაინც აღგაფრთოვანებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ წასვლა გსურთ. ეძებთ ექს პარტნიორებს? ფლირტაობთ როცა გარეთ ხართ? თუ ასეა, დაასრულეთ ურთიერთობა, სანამ ვინმე გულს გატკენთ, ან თავად ჩაიდენთ რაიმე სამწუხაროს.

როდის დგება განშორების დრო? - თუ ეს 6 ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, ურთიერთობა აუცილებლად უნდა დაასრულოთ

 3. თუკი თქვენთვის საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დამღლელი გახდა

ზოგჯერ ერთი პარტნიორი მთლიანად წყვეტს ურთიერთობის გამოსწორების მცდელობას. თუ საყვარელი ადამიანი თქვენს ნაკლებ ძალისხმევას მიჰყვება და თავადაც არაფერს აკეთებს „გადასარჩენად“, შედეგი მკვდარი ურთიერთობაა. თუ მართლა ზრუნავთ ძვირფას ადამიანზე და გიყვართ ის, ბევრი უნდა იმუშაოთ ურთიერთობის გადასარჩენად მაშინაც კი, როცა ეს ძალიან რთულია. ეს არ უნდა იყოს რუტინა არც თქვენთვის და არც მისთვის.

როდის დგება განშორების დრო? - თუ ეს 6 ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, ურთიერთობა აუცილებლად უნდა დაასრულოთ

4. თუ უკვე თქვენი სექსუალური კავშირიც აღარაა ცეცხლოვანი და ვნებიანი

ბოლოს როდის დაკავდით სექსით? აღიარებთ რომ ზოგჯერ თავს არიდებთ მასთან სექსს? არის ფაქტორები, რომლებიც შეიძლება იყოს ინდივიდუალური აღმგზნები, მაგრამ თუ მისი დანახვისას არაფერი აღგაგზნებთ, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ აღარ გსურთ თქვენი პარტნიორი.

როდის დგება განშორების დრო? - თუ ეს 6 ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, ურთიერთობა აუცილებლად უნდა დაასრულოთ

5. თუკი არ გაღელვებთ რა მოხდება ჩხუბის შემდეგ

დასაწყისში, ცდილობდით კონსტრუქციულად მოგეგვარებინათ პრობლემები. გაგეკეთებინათ ყველაფერი და დარჩენილიყავით გაწონასწორებული და მშვიდი იმიტომ, რომ არ გსურდათ გარისკვა. ახლა ნაკლებად გაღელვებთ თქვენი მომდევნო ჩხუბი დასრულდება განშორებით, თუ არა. ამგვარად, ახლა თქვენ უფრო მტრულად ხართ განწყობილი, ვიდრე ჩვეულებრივ იყავით ხოლმე და ნაკლებ ძალისხმევას იჩენთ.

როდის დგება განშორების დრო? - თუ ეს 6 ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, ურთიერთობა აუცილებლად უნდა დაასრულოთ

 6. ფიქრი საერთო მომავალზე თავზარს გცემთ

თუ საერთო მომავალზე ფიქრი გაშინებთ და დიდხანს ერთად ყოფნა გერთულებათ, მიენდეთ თქვენს სულს და მოუსმინეთ, რაზე მეტყველებს ყველა ეს ნიშანი. თუ არ შეგიძლიათ თქვენი მომავალი ცხოვრება პარტნიორთან ერთად გქონდეთ, რატომ ინახავთ ამ ურთიერთობას?

როდის დგება განშორების დრო? - თუ ეს 6 ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, ურთიერთობა აუცილებლად უნდა დაასრულოთ



<a href="http://www.popsugar.com">http://www.popsugar.com</a>