ჰოროსკოპი

როგორი კოცნა იციან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებმა

როგორი კოცნა იციან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებმა

ვერძი

არ გიყვარს ბევრი ფიქრი და გირჩევნია ჯერ გააკეთო და მერე იფიქრო. შენ სტილშია უეცრად დაესხა თავს პარტნიორს და გააკვირვო მოულოდნელი და ვნებიანი კოცნით. ვინ კოცნის კოკისპირულ წვიმაში, იმის მაგივრად, რომ თავშესაფარი მოძებნოს? რა თქმა უნდა, შენ.

კურო

მგრნობიარე და აუჩქარებელი ხარ, ამიტომ არ არის გასაკვირი, თუ მიდრეკილი ხარ ფრთხილი რბილი კოცნიდან თანდათან ხანგრძლივი და ნაზ კოცნაზე გადახვიდე.

ტყუპები

შენთვის რთულია დიდხანს რაღაცაზე ფოკუსირება. შენ სტილშია - სწრაფი, ვნებიანი კოცნა შენაცვლებითი კეკლუცური კომენტარებით. რაც უფრო ცოცხლად ლაპარაკობთ, მით უფრო ძლიერად ინთები.

კირჩხიბი

ბუნებით შენ ისეთი მგრძნობიარე ხარ, რომ უნებლიედ შენი კოცნა ასახავს იმას, რაც გულში გაქვს. შენ აუცილებლად გჭირდება იგრძნო, რომ პასუხად ისეთივე ემოციური სიმძაფრე მიიღო.

ლომი

უნდა ვაღიაროთ, რომ არცერთი სხვა ნიშანი არ იღებს ისეთ სიამოვნებას დრამატული ეფექტებისგან, როგორც ლომები. შენ კოცნი ისე, თითქოს მონაწილეობას იღებ კასტინგში მთავარი როლისთვის „ტიტანიკში“, „ბინძურ ცეკვებში“ და „შენთან შეხვედრამდე“...

ქალწული

შენი ტვინი მუდმივად რაღაცით არის გადატვირთული, ამიტომ შეიძლება გაგიჭირდეს ფიზიკურ შეგრძნებებზე კონცენტრირება. თუმცა, თუ თქვენს შორის ნამდვილი ქიმიაა, შენ გაქვს შანსი თავით გადაეშვა ტკბილ, გააზრებულ კოცნაში.

სასწორი

შენი მოალერსე და მოსიყვარულე ბუნება გხდის კოცნის ოსტატად, ხან ნაუცბადევი კოცნის, ხან კი ხანგრძლივი და ღრმა ვნების მორევში გადაეშვები. ეს აიძულებს შენს შეყვარებულს ჩაგთვალოს განუმეორებელ ქალად.

მორიელი

შენ ნამდვილი ქარიშხალი ხარ. შენი კოცნა ვნებით არის სავსე და აიძულებს პარტნიორს თავი ისე იგრძნოს, თითქოს სიყვარულის წამალი დალია. გახსოვდეს, რომ შენ კოცნას გააჩნია მაგიური ძალა, და ჭკუით გამოიყენე ეს.

მშვილდოსანი

შენ მოგწონს სპონტანურობა და თავგადასავლები, ამიტომ მზად ხარ კოცნის ყველანაირი სახეობა ექსპერიმენტად აქციო. მაგრამ როგორც არ უნდა აკეთებდე ამას, კოცნით დააჯილდოებ მხოლოდ იმას, ვინც შენში მდიდარ ემოციურ გამოხმაურებას გამოიწვევს.

თხის რქა

გულითად საქმეებშიც კი ისე საქმიანად მოქმედებ, როგორც ნებისმიერ დანარჩენში. კოცნის დროს შენთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდე, რომ ყველაფერი როგორც საჭიროა, ისე გაკეთდა, პარტნიორმა კი მესიჯი მიიღო, რომ მის მიმართ დადებიტად ხარ განწყობილი.

მერწყული

შენ ისეთი მეგობრული ხარ ყველასთან, რომ ყველა, ვინც გიცნობს, ალბათ შენი უსუსური, პლატონური კოცნა ერგო. შესაძლებელია, შენს საკუთარ მეორე ნახევარსაც ასევე მეგობრულად და მშვიდად კოცნი.

თევზები

შენ ძალიან რომანტიკული ხარ, მაგრამ ამასთანავე საკუთარ პარტნიორთან საკმაოდ ჩაკეტილ და იდუმალ პიროვნებად რჩები. ეს, როგორც წესი, გულითად, ლამაზ კოცნებში აისახება, რომლებსაც შეუძლია გაალღვოს ყინული იმ ადამიანის გულში, ვინც მოგეწონება.



<a href="http://www.cosmo.ru">http://www.cosmo.ru</a>