LIFE

თუ რამე გინდათ და იცით რა გინდათ, გააკეთეთ ეს ახლავე

თუ რამე გინდათ და იცით რა გინდათ, გააკეთეთ ეს ახლავე

დაგეგმვა და ფიქრი ორი სასარგებლო რამ არის, მაგრამ თუ ყველაფერი რასაც ვაკეთებთ არის მხოლოდ დაგეგმვა ან ფიქრი, და არა კეთება, ან მოქმედება, მაშინ ჩვენი მიზნები თუ ოცნებები არასოდეს გახდება ხორცშესხმული. ჩვენ გვჭირდება მოქმედება!

  • გადაწყვიტეთ რისი კეთება გსურთ ნამდვილად.

თქვენ უნდა გქონდეთ კონკრეტული წარმოდგენა იმაზე, თუ რა გსურთ. ხშირად ეს ის საკითხებია, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ: ახალი სამსახურის პოვნა, ურთიერთობის დასრულება, დამღლელი სამუშაო ადგილიდან წამოსვლა ან ახალი ჰობით გატაცება. მაგრამ ხშირად გვეზარება რეალობის შეცვლა, ან ახლის მიღება.  გახსოვდეთ, თუნდაც თქვენი ცხოვრება სრულყოფილი გეჩვენებოდეთ, თქვენ არ ხართ ვალდებული შეინარჩუნოთ ის მუდმივად ისე, როგორც არის.
  • თუ რამე გინდათ და იცით რა გინდათ, გააკეთეთ ეს ახლავე.

ნუ დაელოდებით რომ თქვენი მდგომარეობა ან სოციალური სტატუსი თავისით შეიცვლება. ყოველთვის არის რაღაც, რაც შეგაკავებთ, ამიტომ ცვლილებების დასაწყებად ნუ დაელოდებით ახალ წელს, ორშაბათს, ბევრ ფულს ან ხელსაყრელ დროს, ნუ მოიმიზეზებთ დაღლილობასაც. ჯობია ეს გააკეთოთ ახლავე!

თუ თქვენ ეძებთ მიზეზებს, რომ არ გააკეთოთ რამე, მიზეზები არ დაგელევათ, მაგრამ თუ გსურთ დაიწყოთ, შეგიძლიათ დაიწყოთ დღესვე. გადადგით თუნდაც პატარა ნაბიჯი, მაგრამ აუცილებლად გადადგით. ვერასდროს გაექცევით პასუხისმგებლობას, ამიტომ გააკეთეთ ახლავე.
  • ნუ დაელოდებით მომავალს.

მოგვიანებით, სავარაუდოდ, ეს უფრო რთული იქნება. ასე რომ, გააკეთეთ ახლავე. რაც დრო გავა და თქვენ ასაკი მოგემატებათ, შესაძლოა, ვერ იგრძნოთ მზაობა ახალი ბიზნესის დასაწყებად ან ახალი კურსის გასავლელად.
  • ეჭვის შეტანა ნორმალურია.

თქვენ უნდა განიხილოთ შედეგები, რისკებიც, მაგრამ თუ თავს დაუცველად გრძნობთ და მოქმედების სურვილიც არ გაქვთ, დაფიქრდით, იქნებ ზედმეტად ზღუდავთ საკუთარ თავს. ხანდახან რისკზეც უნდა წახვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ვერასდროს განვითარდებით.
  • იმოქმედეთ ეტაპობრივად

გაბედულად გადადგით პირველი ნაბიჯი. შემდეგ, შეგიძლიათ გააანალიზოთ, იმუშავა თუ არა ამ ნაბიჯმა და დაგეგმოთ შემდეგი. მოქმედებას და კეთებას მოაქვს ღირებული ინფორმაცია, აგროვებთ გამოცდილებას, რაც გააუმჯობესებს თქვენს გეგმებს. ასე ისწავლით როგორ გადადგათ შემდეგი სტრატეგიული ნაბიჯი. ასე რომ, კეთება მოგცემთ სწავლის შესაძლებლობასაც.

მარტივი ლოგიკაა, აუზთან ჯდომით და სხვების ყურებით ცურვას ვერასდროს შეძლებთ. უნდა შეხვიდეთ წყალში და ჩაყვინთოთ, უბრალოდ დარწმუნდით, რომ არ დაიხრჩობით, სხვაგვარად გამორიცხულია.

ისწავლეთ რეალურად კეთებით, დაუშვათ შეცდომები, რაც დაგეხმარებათ გაუმჯობესებაში. როგორც კი ამას გააკეთებთ, ყველა უნარს, რომელიც გჭირდებათ და გსურთ, აუცილებლად შეიძენთ და ისწავლით.