მშობლები

ყველაზე რთული პერიოდი ქალისთვის - როგორ გავუმკლავდეთ მეგობრებისა და ნათესავების გაუთავებელ ვიზიტებს მშობიარობის შემდეგ

ყველაზე რთული პერიოდი ქალისთვის - როგორ გავუმკლავდეთ მეგობრებისა და ნათესავების გაუთავებელ ვიზიტებს მშობიარობის შემდეგ

მშობიარობა ქალისთვის ურთულესი რამაა, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, განსაკუთრებით რთულია მისთვის მშობიარობის შემდგომი პერიოდი, თუმცა სწორედ ამ დროს უწევთ უამრავი სტუმრის მიღება, მათთვის გაღიმება, გამასპინძლება, როცა საერთოდაც არ არიან ამის განწყობაზე. ვიზიტები კი არასოდეს მთავრდება.

მეგობრები, ნათესავები, მეზობლები - სახლი მუდამ სავსეა, მუდამ ხმაურია, რაც ბავშვის ტირილთან ერთად განსაკუთრებით აუტანელია.

იმის გარდა, რომ ახალი ნამშობიარები ქალისთვის ყოველივეს გაძლება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ურთულესია, ბავშვისთვისაც არაა სასურველი ამდენი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა. ქუჩიდან ხომ სახლში სტუმრებთან ერთად მტვერი და უამრავი ბაქტერია შემოდის.

გთავაზობთ სტუმრების 4 კატეგორიას, რომლებიც განსაკუთრებით გამაღიზიანებლები არიან:

  1. ადამიანები, რომლებიც თითქოს თქვენს დასახმარებლად მოვიდნენ, სინამდვილეში კი მხოლოდ ბავშვის მოფერება სურთ;
  2. ადამიანები შემდეგი ფრაზით - „სამი დღის წინ ვირუსი მქონდა, მაგრამ ახლა საშიში აღარაა, არ გადაედება“ - და მოურიდებლად ეფერებიან პატარას.
  3. გამოცდილი დედები, რომლებიც გაუთავებლად გასწავლიან ბავშვის აღზრდის თავიანთ მეთოდებს, არასოდეს ჩუმდებიან და გარწმუნებენ, რომ მათი რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
  4. სტუმრები, რომლებსაც არ ადარდებთ დღის რომელ მონაკვეთში მოვლენ და მოდიან ისე, რომ წინასწარ არ გითანხმებენ. შეიძლება თქვენ და თქვენს პატარას სულ ახლახანს ჩაგეძინათ, მაგრამ ნურას უკაცრავად, გაიღვიძეთ! კარზე დაუპატიჟებელი სტუმარია.

 რთულია, თავი აარიდოთ მსგავს „შემოტევებს“, თუმცა თუ მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია. შეგიძლიათ ტაქტიანად უთხრათ ვიზიტის მსურველს, რომ მთელი ღამე არ გეძინათ, რომ დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ და მის მიღებას ვერ შეძლებთ.

ყველაზე სახიფათო, დაუპატიჟებელი სტუმარია. გამოიყენეთ ცოტა ეშმაკობა - ნუ გაუღებთ მათ კარს. დაუსრულებელმა სტუმრობებმა შეიძლება სტრესში ჩაგაგდოთ და ბავშვზე ზრუნვა ვეღარ შეძლოთ. ამიტომ, მათ მიღებას, სჯობს ახალშობილსა და საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქროთ.

არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი, სთხოვეთ უახლოეს ადამიანს ასეთ დროს თქვენს გვერდით იყოს და ვიზიტორების გამასპინძლება, მათთან საუბარი მას გადააბარეთ.

გაითვალისწინეთ, იმის გამო რომ სტუმარს ბავშვის ნახვა სურს, ახალშობილი არავითარ შემთხვევაში არ გააღვიძოთ, ეს მის ფსიქიკას ანგრევს.



<a href="http://www.parents.com">http://www.parents.com</a>