LIFE

Rakuten Viber უფასო ონლაინ ვებინარს გამართავს „Viber 2023 წელს: სუპერ აპი ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობისთვის“

Rakuten Viber უფასო ონლაინ ვებინარს გამართავს „Viber 2023 წელს: სუპერ აპი ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობისთვის“

14 ნოემბერს, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი Rakuten Viber, ონლაინ ვებინარს გამართავს თემაზე „Viber 2023 წელს: სუპერ აპი ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობისთვის“.

ვებინარის მიზანია Viber-ის, როგორც ბრენდებისა და მომხმარებლების დამაკავშირებელი ეფექტური ციფრული არხის შესაძლებლობების დეტალური მიმოხილვა და გაზიარება იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ბიზნესებმა მოწინავე პოზიციები დინამიკურ ციფრულ ლანდშაფტში.

თარიღი: 2023 წლის 14 ნოემბერი
დრო: 11:00 - 12:30 GMT +4
პლატფორმა: Zoom
ვებინარის ენა: ინგლისური


ვებინარის ფარგლებში Rakuten Viber-ის გლობალური გუნდი და ინდუსტრიის ტოპ ექსპერტები შემოგთავაზებენ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და რჩევებს Viber-ის, როგორც მძლავრი ბიზნეს ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ბიზნესისა და კომპანიისთვის, ნებისმიერი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვისაა საინტერესო.

ვებინარის მონაწილეები გაიზიარებენ საინტერესო შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ბრენდებს გამოიყენონ Viber-ის სუპერ აპის შესაძლებლობები, რათა გააძლიერონ მომხმარებელთან ინტერაქცია, შექმნან კომუნა ბრენდის ირგვლივ და ხელი შეუწყონ ბიზნესის ზრდას.
ძირითადი თემები, რომლებსაც მოიცავს ვებინარი:
  • გლობალური ციფრული ლანდშაფტის მიმოხილვა
  • Viber, როგორც სუპერ აპი: უახლესი ტენდენციები და სტრატეგიული ცვლილებები
  • Viber-ის გზები ბრენდისა და მომხმარებლის შორს ურთიერთობისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ:
- მისწვდეთ აუდიტორიას მომხმარებლის მოგზაურობის თითოეულ ეტაპზე
- გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა და დაინახოთ ახალი მიმართულებები
- შექმნათ უწყვეტი სამომხმარებლო გამოცდილება
- გაზარდოთ გაყიდვები და ROI
- გაზარდოთ ხარჯების ეფექტურობა
- გააძლიეროთ მომხმარებელთა ლოიალობას
  • ბრენდების წარმატების ისტორიები: როგორ მიაღწიეს კომპანიებმა თავიანთ მიზნებს Viber-ის ბიზნეს ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დახმარებით
  • კითხვა-პასუხის სესია
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიებისა და მომხსენებლების შესახებ ხელმისაწვდომია ღონისძიების გვერდზე.

ვებინარი ღირებული იქნება საქართველოში ყველა ზომის ბიზნესის მფლობელებისთვის; ციფრული ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; პროექტის მენეჯერებისთვის; SMM-ლიდებისთვის; სტრატეგებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ეძებს ახალ ციფრულ არხებს და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ბიზნეს გამოწვევების ფართო სპექტრს.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კითხვა-პასუხის სესიაში, რაც მათ საშუალებას მისცემს პირადად გაესაუბრონ ექსპერტებს და მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა Viber-ის შესაძლებლობების შესახებ.

ვებინარში მონაწილეობა უფასოა, თუმცა აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.