LIFE

მელოტი = სექსუალურს ?

მელოტი = სექსუალურს ?

მას შემდეგ, რაც ცნობილი მელოტები - ჯეისონ სტეტჰემი, ბრუს ვილისი და ვინ დიზელი - მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების სიაში აღმოჩნდნენ, ამბობენ, რომ ერთიორად გაიზარდა მელოტი კაცების პრესტიჟი.

BO-1 Multipic:

www.blog.firstmalta.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ჩატარდა გამოკვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალები მელოტებს სექსუალურებად მიიჩნევენ. მათი წარმოდგენით ისინი უფრო ძლიერები და გავლენიანები არიან.

კაცების ორ-მესამედს თმის ცვენა 35 წლიდან ეწყება, ხოლო 50 წლის ასაკში 85%-ით მელოტები არიან. უმეტესობას თმის ცვენა რთულად გადააქვს, ამიტომაც თანამედროვეობა მათ ისეთ გამოსავალს სთავაზობს, როგორიცაა თმის გადანერგვა. თუმცა ამ პროცედურას ყველა არ მიმართავს. სპეციალისტები მათ ურჩევენ, რომ არ დამალონ თმის ცვენა ქუდებით ან პარიკით. შეიძლება თავი მთლიანად გადაიპარსონ კიდეც. ასე იმიჯსაც უფრო მალე მოირგებენ და ფსიქოლოგიურადაც განეწყობიან.

მელოტი = სექსუალურს ?

როგორც კი განწყობა იცვლება, იცვლება თვითშეფასებაც და დამოკიდებულებებიც. ალბათ, ესეცაა მელოტების შესახებ წარმოდგენების ერთ-ერთი მიზეზიც. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რატომ მიაჩნია ქალს თავგადაპარსული/მელოტი კაცი სექსუალურად, თუმცა არსებობს ერთი-ორი სახალისო თეორია, მაგალითად:

I. როდესაც კაცს უყურებ, პირველად ამჩნევ თმას, ხოლო თუ თმა არ აქვს, უყურებ პირდაპირ თვალებში და ასე კავშირი უფრო მარტივად მყარდება;

II. უთმო კაცთან შეხვედრის დროს, ჩნდება ჩვილის ასოციაცია და დედური ინსტინქტი იჩენს თავს.

კი, მეორე უფრო სახალისოა!

P.S. ქალებს კაცის შესაფასებლად თავზე თმის რაოდენობის გარდა, ბევრი სხვა კრიტერიუმიც აქვთ. თუმცა დასაწყისში ნახსენები სამეულის დავიწყება არ ღირს, იქნებ მართლა და მართლა „კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება“?!



წყარო:&nbsp;<a href="http://www.blog.firstmalta.com">www.blog.firstmalta.com</a>