როცა ახალგაზრდები ვართ, ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალურია ბევრი სხვადასხვა ხანმოკლე ურთიერთობა, თუმცა, როცა ასაკი გვემატება, გაცილებით სერიოზული მიზნები და სურვლები გვიჩნდება და შესაბამისად, მარტივი, ფლირტის დონეზე მერყევი ურთიერთობებიც გვბეზრდება.
TREND. გთავაზობთ სიას, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ ხართ თუ არა მზად სერიოზული და გრძელვადიანი ურტიერთობებისთვის.
თუ ფიქრობთ, რომ ასეთი ურთიერთობებისთვის ჯერ მზად არ ხართ, ან პირიქით, გრძელვადიანი ურთიერთობაა ის, რაც გჭირდებათ, გადახედეთ ჩვენს ჩამონათვალს. ორივე შემთხვევაში, TREND.-ის ჩამონათვალი მოგცემთ მარტივ ინსტრუქციებს თუ რა გჭირდებათ და როგორ მიიღოთ სასურველი!
1. სხვა არავინ გჭირდებათ
თუ იმ მოცემულობაში იმყოფებით, რომელშიც თავს სავსედ და კომფორტულად გრძნობთ და ფიქრობთ, რომ სხვა არავინ გჭირდებათ, იქნებ უკვე მზად ხართ დიდი და ხანგრძლივი ურთიერთობის დასაწყებად? ადამიანები გამუდმებით იმას ცდილობენ, იპოვონ ვინმე, ვინც მათ ემოციურად აავსებს და თავს კომფორტულად აგრძნობინებს! თუ თქვენ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ, ეს შეიძლება იყოს ის საუკეთესო მდგომარეობა, რითიც გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობები იწყება!
2. მოგწონთ და გიყვართ საკუთარი თავისუფლება
ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, არავინ გჭირდებათ. ამაში, ბუნებრივია, ცუდი არაფერია. პირიქით, იშვიათად გამოსდით ადამიანებს, დატკბნენ თავიანთი მარტოობით და ისიამოვნონ თავისუფლებით. თუ სადილად მარტო სიარული დისკომფორტს არ გიქმნით, მეგობრებთან გატარებული უქმეები თქვენთვის სახალისო და საინტერესოა, ე.ი. ჯერ თავს მარტოც ძალიან კარგად გრძნობთ და არაფერში გჭირდებათ ზედმეტი პასუხისმგებლობები და გრძელვადიანი ურთიერთობები!
3. საკუთარ ტყავში კომფორტულად ხართ
ადამიანისთვის და მისი ყველა ურთიერთობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, საკუთარი თავის რწმენაა. თავდაჯერებულობა გასაღებია ჯანსაღი და წარმატებული ურთიერთობებისთვის.
თუ საკუთარ თავთან, "საკუთარ ტყავში" თავს კარგად გრძნობთ, ზუსტად იცით რა გსურთ და არასოდეს გჭირდებათ სხვისი დამაჯერებელი სიტყვები საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად, ეს საუკეთესო თვისებაა და გამოგადგებათ, როგორც მარტოობაში, ასევე, სერიოზულ და გრძელვადიან ურთიერთობებშიც.
4. სწორი პარტნიორის ძიებაში ხართ
ჩვენ, ყველას, გვქონია, პერიოდი, როცა გრძნობებსა და პარტნიორებს ვეძებდით იქ, სადაც არ უნდა გვეძებნა! თუ არასწორ, თქვენთვის შეუფერებელ მამაკაცებთან ურთიერთობამ ძალიან დაგღალათ და ახლა ეძებთ პარტნიორს, რომლისგანაც იცით, რაც გსურთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სწორედ რომ სერიოზული ურთიერთობა გსურთ და გჭირდებათ.
5. თუ უშვებთ, რომ შეძლებთ ვინმეს საკუთარ თავზე მაღლა დაყენებას
ეგოიზმის დრო ამოიწურა! ფიქრობთ, რომ დიდი სიყვარული გჭირდებათ და მზად ხართ, ეგ გრძნობა, მის ადრესატთან ერთად, საკუთარ თავზე მაღლაც დააყენოთ!
თქვენ სერიოზულ ურთიერთობებს ეძებთ და სწორადაც! ხანმოკლე ურთიერთობებში, თითქმის არასოდეს თმობენ ადამიანები თავიანთ ეგოს! გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობა ამას აუცილებლად მოითხოვს!
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, მამაკაცები, ქალები, სერიოზული ურთიერთობები, თავისუფლება
allwomenstalk.com
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია