ჯანსაღი ცხოვრებისკენ სწრაფვა ნიშნავს, გამოვიმუშაოთ ისეთი მნიშვნელოვანი ჩვევები, რაც დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. შევინარჩუნოთ ჯანსაღი სხეული, ვიყოთ უფრო ენერგიული და გვქონდეს „შინაგანი ბზინვარება“.
თუ დააკვირდებით სრულიად ჯანმრთელი ადამიანების ცხოვრების სტილს, მიხვდებით როგორ მიაღწიოთ თქვენც ამ "ნათებას". მაშ ასე:
-
ჯანმრთელი ადამიანები მიირთმევენ ჯანსაღ პროდუქტებს.
ჯანსაღი საკვები შეიცავს ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და ბოჭკოების მაღალ დონეს. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა, ებრძოლოთ დაავადებებს და დიდხანს იცოცხლოთ: მიირთვით მეტი ჯანსაღი საკვები, როგორიცაა კომბოსტო, ბროკოლი, კენკრა, ავოკადო, ჩია და კანაფის თესლები, ნუში, ისპანახი წითელი ხორცი, ორაგული და სხვ.
-
ჯანმრთელი ადამიანები იღებენ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს.
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის სისტემის ჯანმრთელობაში, უნდა მივიღოთ ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა: სელის თესლი, ჩიას თესლი, კანაფის თესლი და კაკალი. ასევე ძალიან სასარგებლოა ორაგული, ის ცხიმოვანი მჟავების შეუდარებელი წყაროა.
-
ჯანმრთელი ადამიანები იღებენ ბოჭკოებით მდიდარ პროდუქტებს.
ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა ახალი ხილი და ბოსტნეული, ოსპი და პარკოსნები, თხილი, კანაფის თესლი, ჩიას თესლები და სხვადასხვა მარცვლეული.
ბოჭკოებით მდიდარი საკვების მირთმევის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობთ ნაყროვანებას. ეს საოცრად გეხმარებათ წონის მართვაში, რადგან რაც უფრო მეტად გრძნობთ თავს დანაყრებულად, მით ნაკლებია შანსი, რომ მიიღოთ ზედმეტი კალორიები.
-
ჯანმრთელი ადამიანები რეგულარულად ვარჯიშობენ.
ვარჯიში წვავს კალორიებს და ძალზე მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმის დასარეგულირებლად თუ წონის გასაკონტროლებლად. ფიზიკური აქტიურობა ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გეხმარებათ სტრესისგან განთავისუფლებაში, აუმჯობესებს განწყობას, კოგნიტურ ფუნქციას და მეხსიერებას. ზრდის სისხლის ნაკადს ჩვენს სხეულში, გვავსებს ენერგიით. ვარჯიში ასევე აუმჯობესებს ძილს, სექსუალურ სწრაფვას და თქვენს თავდაჯერებულობას.
-
ჯანმრთელი ადამიანები კითხულობენ საკვების ეტიკეტებს.
ყიდულობთ თუ არა სასურსათო პროდუქტებს ეტიკეტის წაკითხვის გარეშე? თუ კი, დროა გადაეჩვიოთ ამას.
შეამოწმეთ პროდუქტზე ჩამოთვლილი ინგრედიენტების რაოდენობა - რაც უფრო მეტი ინგრედიენტია ჩამოთვლილი, მით მეტია იმის ალბათობა, რომ საკვები ძალიან დამუშავებული და კვებითი ღირებულების გარეშეა.
აირჩიეთ საკვები, რომელიც შეიცავს ყველაზე ნაკლებ ინგრედიენტებს და მოერიდეთ საკვებ დანამატებს. უმჯობესია აირჩიოთ საკვები შაქრის გარეშე.
-
ჯანსაღი ადამიანები საჭირო რაოდენობის წყალს იღებენ.
ვინაიდან ჩვენი სხეული დაახლოებით 60% წყლისგან შედგება, ჩვენი სხეულის ყველა სისტემა დამოკიდებულია წყალზე. მსუბუქი დეჰიდრირებულ ადამიანს ეწყება დაღლილობა, გაღიზიანება და თავის ტკივილი. თუ თქვენი შარდი არ არის გამჭვირვალე ან ღია ფერის, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია.
წყალი გამოდევნის ტოქსინებს ჩვენი უჯრედებიდან და ორგანოებიდან, ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის შეუფერხებლად მუშაობას, ამიტომ აუცილებელია მივიღოთ წყლის დღიური ნორმა.
თემები: ჯანსაღი ცხოვრების წესი