LIFE

თუ ახალ წელს თავს მარტოსულად გრძნობთ

თუ ახალ წელს თავს მარტოსულად გრძნობთ

ჩვენ არ შეგვიძლია ყოველთვის ვიყოთ საყვარელ ადამიანებთან, მაგრამ არდადეგების დროს და მით უფრო საშობაო დღეების დროს არავინ უნდა იგრძნოს თავი მიტოვებულად.

ახალი წელი გაზიარების, საყოველთაო სიხარულის და ერთმანეთის სიყვარულის გამჟღავნების დროა და ამიტომაც, არავინ იმსახურებს ამ დღეებში მარტოობის განცდას, მათ შორის, არც თქვენ.

უმრავლესობისთვის, სადღესასწაულო სეზონი არის დატვირთული და სოციალური დრო, როცა უნდა დატკბეს და იზეიმოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩვენი „სამუშაოების“ სია შეიძლება გრძელი და დატვირთული იყოს. ბარათების გაგზავნა, საჩუქრების შეძენა, ნაძვის ხის მორთვა და კიდევ ათასი წვრილმანი, ბევრი ჩვენგანი საშობაო ფუსფუსს სამსახურშიც აგრძელებს, იქნება ეს კორპორაციული წვეულება თუ სხვა რამ.

თუმცა, დღეს ადამიანების დიდი ნაწილისთვის, მიუხედავად ასაკისა და ცხოვრების წესისა, ახალი წელი შეიძლება იყოს ის დრო, როცა თავს მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობს.

ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც ცოტა ხნის წინ დაქვრივდნენ, დაშორდნენ ან განქორწინდნენ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ. სხვები კი შეიძლება მარტო იყვნენ, რადგან მოგზაურობენ ან ახალ ქალაქში არიან და არ ჰყავთ ოჯახი ან მეგობრები ახლოს, რომლებთანაც გაიზიარებენ წელიწადის ამ განსაკუთრებული დღის სადღესასწაულო განწყობას.

ძალიან მარტივად შეიძლება, თუ თქვენ გყავთ მეზობელი, რომელიც იცით, რომ ხელმოკლედ ცხოვრობს და არ აქვს საზეიმო სუფრის მოწყობის საშუალება, ან უბრალოდ მარტოხელაა და შესაძლოა მოწყენილი მარტო იჯდეს ტელევიზორთან, ან იქნებ ახალი თანამშრომელი გყავთ და არ იცის როგორი წესები და ტრადიციები გაქვთ საშობაოდ სამსახურში, ნუ მოგერიდებათ მათი მოწვევა ახალი წლის აღსანიშნავად. ეს შეიძლება იყოს მარტივი გზა სადღესასწაულო სულისკვეთების გასაზიარებლად.

ან იქნებ თქვენ თვითონ არ გაქვთ საზეიმო განწყობა. თუ ასეა, მიიღეთ ინიციატივა, გადადგით ნაბიჯები და თავად მიაკითხეთ საყვარელ ადამიანებს.

საახალწლო სულისკვეთების გაზიარება არ მოითხოვს მაინცდამაინც ფიზიკურად ერთად ყოფნას. მათთან დაკავშირება, ვინც შორს ცხოვრობს, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ, ძალიან მარტივია სატელეფონო ზარით, ან ონლაინ ჩათით.
წელიწადის ამ განსაკუთრებული დროის ნამდვილი სიხარული პოზიტიური განწყობის განაწილება და გაცემა - და სანაცვლოდ სიამოვნების მიღებაა, რაც ყველანაირ ნივთიერ საჩუქარზე ძვირფასია!