LIFE

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

მსოფლიოში იმდენი რამის მონახულებაზე ვოცნებობთ, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამისთვის ძალიან ცოტა დრო და რესურსი გაგვაჩნია. მიუხედავად ამისა, ცხოვრება სწორედ იმით არის განსაკუთრებული, რომ არასოდეს ვკარგავთ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ავდგებით, ჩავალაგებთ ბარგს და დავიწყებთ საკუთარი ოცნებების აღდგენას. ვესტუმრებით ყველა ახლობელ და შორეულ ადგილს, რომლის მონახულებაზეც, ბევრი ჩვენგანი ბავშვობიდან ვოცნებობთ. 

TREND. გთავაზობთ იმ საოცარი ადგილების ჩამონათვალს, რომლის მონახულებაც ყველა ქალის ოცნებაა. მაშ ასე, პირველი გაჩერება...

1. თაჯ-მაჰალი, ინდოეთი, აგრა

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

არსებობს კი სხვა ამაზე დიდი და ცნობილი სიყვარულის სიმბოლო მსოფლიოში?

თაჯ-მაჰალი 1631-1653 წლებში, 20.000-მდე მუშის მიერ აშენდა. მონღოლთა იმპერატორმა, შაჰ-ჯაჰანმა გასცა ბრძანება, აეგოთ თაჯ-მაჰალი, რომელიც უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

2. ჩრდილოეთის ციალი, ისლანდია

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

თითქმის არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ სასწაულის ხილვაზე არ ოცნებობს. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება.

პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება და გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით. მისი სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას აღწევს. 

3. დიდი კანიონი, აშშ

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

გარდა იმისა, რომ კოლორადოს დიდი კანიონი, მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კანიონია, იგი ძალიან ბევრ ბუნებრივ სასწაულთანაც ასოცირდება და ამიტომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ადგილადაც ითვლება, რომლის ნახვაც აუცილებლად ღირს. 

4. ჩინეთის დიდი კედელი

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

ჩინეთის დიდი კედელი ძველი ჩინური სამხედრო ნაგებობაა, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარეობს და აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 8851,9 კმ-ის სიგრძეზეა გადაჭიმული. ეს არის ადგილი, რომლის მოახულებაც ყველაფრს ფასად ღირს. შესაძლოა, მთელი კედელი მართლაც ვერ გადაიაროთ ფეხით, თუმცა მისი მცირე მონაკვეთის ხილვაც საოცარი გამოცდილებაა, რომელიც ლამაზ მოგონებად დაგრჩებათ. 

5. ტანგო ბუენოს აირესში, არგენტინა

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

ტანგო ხომ ცეკვათა შორის ცეკვაა, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რა ხდება მაშინ, როცა მას ასრულებენ ქალაქში, რომელშიც თავად დაიბადა? 

ბუენოს აირესს აუცილებლად უნდა ეწვიოთ და დარწმუნებული ვარ, თავადაც ძალიან გსურთ. დღეს თუ არა ხვალ, როცა ჩახვალთ, აუცილებლად უნდა დაანთოთ ტანგოს მწველი ცეცხლი!

6. კილიმანჯარო, ტანზანია

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

ეს, ალბათ, ყველა ექსტრემის მოყვარული ქალბატონის ოცნებაა! კილიმანჯაროს დალაშქვრა, მართლაც დიდი გამოწვევაა საკუთარ თავთან და რაც მთავარია, წარმოუდგენლად მშვენიერი გამოცდილება!

7. მექსიკის კულინარიის კურსები

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

მექსიკური სამზარეულო არის ქალბატონების დაუოკებელი ვნება. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ახლაც კარგად გამოგდით მექსიკური კერძების მომზადება, თუმცა, თქვენი წარმოდგენა მექსიკურ კერძებსა და ზოგადად, სამზარეულოზე, აბსოლუტურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც ამ საოცარ ქვეყანას ეწვევით!

8. სუში ტოკიოში, იაპონია

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

არსებობს ვინმე, ვისაც აღმოსავლური, კერძოდ, იაპონური სამზარეულო არ უყვარს? ეს არის ოცნებათა შორის ოცნება! ტოკიო თავისი თავბრუდამხვევი მოცულობით, ადამიანთა სიმრავლით, შესანიშნავი რესტორნებით! 

9. იოგა ბალიში, ინდონეზია

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს გიყვარდეს რაიმე და ამის გამოცდის საშუალება გქონდეს იქ, სადაც შენი საყვარელი რამ ყველაზე გავრცელებულია? განსაკუთრებით დიდი და დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება მათთვის, ვინც დიდი ხანია იოგის ვარჯიშებით არის დაკავებული ან უბრალოდ, გატაცებულია ამით. 

10. ქრისტეს ქანდაკება, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია

ქალების 10 გაჩერება - ადგილები რომლის მონახულებაზეც ვოცნებობთ

ქრისტეს ხელგაშლილი გიგანტური ქანდაკება რიოში, ერთ-ერთი უდიდესი ქმნილებაა, რაც კი ადამიანის ხელით შექმნილა. რამდენჯერაც არ უნდა გაგვაოცოს ამ ქანდაკების გენიალურობამ, სიდიდემ, განუმეორებლობამ, სულ სხვაა ჩახვიდე რიოში და რეალურად იხილო მისი სიდიადე! რიო თავისი თავბრუდამხვევი კარნავალებით, ხელგაშლილი ქრისტეთი და ფერადი ეგზოტიკურობით!

რომელია შენი ოცნების ქვეყანა? გაგვანდე ოცნებები და შემდეგი გაჩერებები... 



allwomenstalk.com