ფრჩხილების სხვადასხვა დიზაინით მოხატვა წლების წინ საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა შემდეგ, მოდის მიმდევრებმა უპირატესობა სადა, უმანიკიურო ფრჩხილს მიანიჭეს. ბოლო დროს კი, კვლავ დაიწყო „მოხატულმა მოდამ“ აღმასვლა. 2017 წლის ტრენდი სხვადახვა ბრენდის ლოგოებით გაფორმებული ფრჩხილია.
მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების ტანსაცმლის ჩვენებებზე მოდელები სწორედ ასე მოხატული ფრჩხილებით გამოდიან.
სელებრითები საზოგადოების წინაშე საყვარელი ბრენდის ლოგოთი გაფორმებული მანიკიურით ჩნდებიან.
ეს არის ერთგვარი ხელოვნება და ამასთანავე, იაფი გზა თქვენთვის ძვირფასი ბრენდისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის.
1. მარკ ჯეიკობსი
მანიკიურის სპეციალისტი ჯინ სუნი იყო პასუხისმგებელი მოდელების ფრჩხილებზე მარკ ჯეიკობსის შემოდგომის კოლექციის ჩვენებისას და მან ძირითად გლამურულ ფერს ბრენდის ლოგო შეუხამა
2. ნაიკი
ფრჩხილების ხატვის ხელოვანმა, ჯესიკა უიშიკმა „ნაიკის“ ლოგოთი მოხატა ფრჩხილები და ფოტო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
3. ბალენსიაგა
ბალენსიაგას 2017 წლის მამაკაცების მოდის კვირეულზე მოდელები პოდიუმზე ლოგოთი მოხატული ფრჩხილებით გავიდნენ. ლოგოს ინსპირაციის წყარო ამერიკელი პოლიტიკოსი ბერნი სენდერსი იყო, რაც საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
4. ტომი ჰილფიგერი
ტომი ჰილფიგერის კოლექციის წარდგენისას სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდის ფრჩხილები ჰილფიგერის ლოგოთი იყო მოხატული.
5. ადიდასი
სიმარტივე არის გასაღები იმისთვის, რომ ატაროთ ადიდასით ინსპირირებული ფრჩხილის ლაქის დიზაინი
6. Supreme და ლუის ვიტონი
მიიღო ამ ორი ბრენდის 2017 წლის კოლაბორაციული კოლექციიდან რაიმე, საკმაოდ რთულია, გაცილებით მარტივია მათი ლოგოების ფრჩხილებზე გადატანა
7. Fenty და პუმა
შავ-თეთრი ფრჩხილების არტი მანიკიურის ოსტატის, ბრიტნი ტოკიოს მიერაა შესრულებული
8. ფენდი მონსტერი
ცოტა ლაგერფილდი, ფენდი მონსტერი და ორმაგი „F“ - ფრჩხილების ცოტა სასაცილო დიზაინად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ამის საშუალებით აუცილებლად მიიპყრობთ საზოგადოების ყურადღებას.
9. გუჩი
ყველა ფრჩხილი განსხვავებულადაა მოხატული, თუმცა ყველა მათგანი გუჩიზე მიანიშნებს.
10. Supreme, Champion, Comme des Garçons
მანიკიურის ოსტატმა, მეი კავაჯირიმ ბრენდების ლოგოების მიქსით ფრჩხილების ასეთი არტი შექმნა
თემები: თავის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია