თუ გსურთ, რომ მამაკაცმა მხოლოდ თქვენზე იფიქროს, მაშინ სექსუალური შეტყობინებები შესანიშნავი ვარიანტია.
სექსუალური ხასიათის მიმოწერა ეხმარება პარტნიორებს შორის ღია, სანდო ურთიერთობების დამყარებას და ვნებიანი პაემნის განწყობის შექმნას. იმისთვის, რომ მამაკაცთან ინტიმური მიმოწერა მართლაც საინტერესო იყოს, ის რამდენიმე ეტაპად უნდა განვითარდეს.
საზღვრების განსაზღვრა
ურთიერთობის დასაწყისში თქვენ არ იცით რამდენად ღიაა თქვენი პარტნიორი მიმოწერისთვის. პირველი შეტყობინებები უნდა იყოს ფრთხილი. მაგალითად, კითხვაზე „რას აკეთებ?“ შეგიძლიათ უპასუხოთ: „ვწევარ და შენზე ვფიქრობ“ ან „ახლახან გავიღვიძე“. ასე თქვენ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ ნახოთ ბიჭის რეაქცია და გაიგოთ, არის თუ არა იგი მიდრეკილი ამ ფორმატში შემდგომი მიმოწერისკენ.
გამოწვევა და ქალური ხრიკები
პირველი მიმოწერის შემდეგ, თუკი იგრძნობთ, რომ მასთან ფლირტი გამოგივათ, განაგრძეთ. შეგიძლიათ მიწეროთ: ”სიზმარში ყველა შენი სურვილი შევასრულე და ეს ძალიან მომეწონა...“ ამგვარი გამოწვევა და ქალური ხრიკები დაგეხმარებათ ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებაში.
დაბნევა
ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, რაზე ფიქრობდა და შემდეგ დამაბნევლად მისწერეთ: „ჩემზე ფიქრობდი დღეს?“ მართალია ამ სიტყვებით ბიჭს ცოტათი დააბნევთ, მაგრამ ეს გაუჩენს ინტერესს თქვენს მიმართ.
შესვენება
სწორედ პაუზები მისცემს ბიჭს ფანტაზიის საშუალებას და კიდევ უფრო მეტად იგრძნობს თქვენი დიალოგებით გატაცებას. ის მოუთმენლად დაელოდება თქვენს ყოველ შეტყობინებას. დამიჯერეთ, ეს ფლირტის ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ნაწილია!
ლაკონიურობა
ვრცელ ტექსტებს გრძნობების, მოქმედებების, სურვილების დეტალური აღწერილობით ბიჭთან დიალოგში არ გირჩევთ. სანამ ყველაფერს დეტალურად ჩამოწერთ, თანამოსაუბრე ინტერესს დაკარგავს და სხვა საქმეზე გადაერთვება. ამასთანავე, თქვენი პასუხები არ უნდა იყოს ძალიან ერთგვაროვანი.
სახელით მიმართვა
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საკუთარი სახელი ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნო ხმაა. ეს არის თქვენი შანსი გადაამოწმოთ ეს თეორია.
თუ დარწმუნდით, რომ მამაკაცი ნებისმიერ დროს მზად არის სექსუალური მესიჯებისთვის, მაშინ ისარგებლეთ მომენტით და გაუზიარეთ თქვენი ფანტაზია; ჰკითხეთ, შეუძლია თუ არა დაგეხმაროთ მის განხორციელებაში. და თუ გსურთ მოლოდინის შექმნა, გაგზავნეთ შეტყობინებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ ჯერზე, როცა ერთად იქნებით.
მიმოწერის შინაარსი პარტნიორის ფსიქოტიპით და საკუთარი სურვილით უნდა განსაზღვროთ.
საინტერესო ფლირტს და ვნებიან პაემნებს გისურვებთ.
თემები: სექსუალური მიზიდულობა, ქალი და მამაკაცი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია