LIFE

Wizz Air-მა პილოტების მოსამზადებელი ახალი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში გახსნა

Wizz Air-მა პილოტების მოსამზადებელი ახალი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში გახსნა

ამ გრძელვადიანი ინვესტიციის ღირებულება 38 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს, ახალი დაწესებულება უზრუნველყოფს წელიწადში 4800-ზე მეტი პილოტის გადამზადებას.

Wizz Air-მა, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ მსოფლიოში, ოფიციალურად გახსნა  პილოტების მოსამზადებელი უახლესი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში, იტალიაში. უახლესი დაწესებულება Wizz Air-ის მიერ გახსნილ მეორე სასწავლო ცენტრს წარმოადგენს. ავიაკომპანიის პირველი ცენტრი ბუდაპეშტში მდებარეობს, წარმატებული ფუნქციონირების შემდეგ კი მას კიდევ ერთი ახალი ლოკაცია დაემატა. ცენტრი მზად არის ყოველწლიურად უზრუნველყოს 4800-ზე მეტი პილოტის გადამზადება, რაც ადასტურებს ავიაკომპანიის ერთგულებას უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებისა და ინოვაციებისადმი.

გრანდიოზული გახსნის ცერემონია გაიმართა 2024 წლის 1 ოქტომბერს, სადაც სიტყვით გამოვიდნენ Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი იოსეფ ვარადი, რომის აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორი მარკო ტროკონე და CAE-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეიმს კეჰილი.



იოზეფ ვარადი, Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი: „რომში ახალი სასწავლო ცენტრის გახსნა რომში ხაზს უსვამს Wizz Air-ის ვალდებულებას, განავითაროს ავიაკომპანიის თითოეულიი თანამშრომელი და ინდუსტრია. ჩვენი პილოტები ჩვენი საქმიანობის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ, ეს დაწესებულება უზრუნველყოფს მათ ყველა საჭირო რესურსით. ახალი ცენტრი იტალიაში, Wizz Air-ის ერთ-ერთ საკვანძო ადგილას გაიხსნა, სადაც უკვე გვყავს 1000-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი და 20-ზე მეტი ყველაზე ეფექტური თვითმფრინავი თავის კლასში, მდგრადობის საუკეთესო მაჩვენებლებით“.

რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის პირველი ტერმინალიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარე 2500+ კვადრატული მეტრიანი ობიექტი მოიცავს ბრიფინგების ოთახებს, თეორიულ სასწავლო სივრცეებს ​​და სიმულაციის დარბაზს, რომელიც აღჭურვილია ორი ულტრათანამედროვე CAE Airbus A320 სიმულატორით, მესამეს დაინსტალირება 2025 წელსაა დაგეგმილი. ეს სიმულატორები, რომლებიც აღჭურვილია მაღალი დონის ვიზუალის კაბინით და რეალისტური ფრენის დინამიკით, საშუალებას მისცემს 4800-ზე მეტ პილოტს გაიარონ განმეორებითი წვრთნები ყოველწლიურად, რაც ხელს შეუწყობს Wizz Air-ის ოპერაციების გაფართოებას.

მარკო ტროკონე, რომის აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორი: "ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის მნიშვნელოვანი ინვესტიციის წყალობით ახალი მაღალტექნოლოგიური სასწავლო ცენტრის გახსნა, ხაზს უსვამს ფიუმიჩინოს მიმზიდველობას ბაზარზე. ეს ახალი პროექტი საფუძველს უყრის გრძელვადიანი განვითარების პროცესს, რომელიც ვიმედოვნებთ, ასევე შექმნის ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს იტალიის მოსახლეობისთვის, წამოწყება სრულყოფილად ჯდება ჩვენს სტრატეგიულ ხედვაში, სადაც ინოვაცია და ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ფუნდამენტურ ქვაკუთხედს მდგრადი განვითარების მისაღწევად. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ამ ინოვაციამ ხაზი გაუსვა Wizz Air-სა და ადგილობრივი აეროპორტის ინფრასტრუქტურას შორის თანამშრომლობას.



Wizz Air-ის  რომის ახალი სასწავლო ცენტრი ეფუძნება მისი ბუდაპეშტის ობიექტის წარმატებას, რომელმაც გახსნის დღიდან ექვსი წლის განმავლობაში უზრუნველყო 98,000-ზე მეტი ტრენინგი. ახალი სასწავლო დაწესებულების დამატება კიდევ უფრო აძლიერებს Wizz Air-ის, როგორც ლიდერის პოზიციას ევროპულ ავიაციაში.

Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 224 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის მარტში. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2021-2023 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.

Aeroporti di Roma-ს შესახებ:
Aeroporti di Roma, Mundys Group-ის კომპანიაა, მართავს და ავითარებს რომის ფიუმიჩინოსა და ჩამპინოს აეროპორტებს და ახორციელებს აეროპორტის მენეჯმენტთან დაკავშირებულ და დამატებით სხვა აქტივობებს. ფიუმიჩინო, პირველი და ერთადერთი აეროპორტია  იტალიაში Skytrax-ის რეიტინგის 5 ვარსკვლავით, მომსახურების ხარისხის შესანიშნავი სტანდარტების გამო და 2024 წელს აღიარებულია, როგორც საუკეთესო აეროპორტი მსოფლიოში აეროპორტის უსაფრთხოების თვალსაზრისით, Skytrax-ის მიერ. მას აქვს ორი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლების შიდა, საერთაშორისო და ინტერკონტინენტური მარშრუტებისთვის; ჩამპინოს ძირითადად იყენებენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის, ექსპრეს-კურიერებისთვისა და გენერალური ავიაციის საქმიანობისთვის. 2023 წელს ფიუმიჩინოსა და ჩამპინოს აეროპორტებმა ერთად მიაღწიეს 44,4 მილიონ მგზავრს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში Aeroporti di Roma-მ მიიღო მრავალი ჯილდო, აღიარება და ხარისხის სერთიფიკატი. მთავარია AIRPORT SERVICE QUALITY AWARD, რომელსაც ACI World ანიჭებს ევროპის აეროპორტების კატეგორიას 40 მილიონზე მეტი მგზავრით წელიწადში. 2024 წლის 12 თებერვალს ADR-მა ორმოცდაათი წლისთავი აღნიშნა. ამ შემთხვევის აღსანიშნავად, კომპანიამ გამოაქვეყნა ახალი ლოგო, რომელიც ვიზუალურად მაღლა არის მიმართული, რათა სიმბოლურად გამოხატოს მისი მუდმივი ერთგულება ბრწყინვალებისა და ინოვაციებისადმი.