LIFE

Bosch-ის „ცოცხალი სამზარეულო“ ქართველი ბლოგერებისთვის

Bosch-ის „ცოცხალი სამზარეულო“ ქართველი ბლოგერებისთვის

„ისთ ფოინთის“ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიაში Bosch-ის „ცხელი წერტილი“ მდებარეობს: შაბათობით იქ განსაკუთრებულ სტუმრებს ცოცხალ სამზარეულოში იწვევენ და Bosch-ის დანადგარებზე უგემრიელეს კერძებს ამზადებენ.

11 თებერვალს Bosch-მა ინოვაციური ტექნიკის პრეზენტაცია ქართველ ბლოგერებს და ჟურნალისტებს მიუძღვნა: სტუმრებისთვის თბილისის საუკეთესო შეფ-მზარეულებმა ბოსტნეულის ღვეზელი, ტირამისუ და ნაყინი დაამზადეს, ყავის 3 განსხვავებული აპარატის გასაცნობად კი ყავის შესახებ მცირე ექსკურსი მოაწყვეს და მისი დამზადების სხვადასხვა მეთოდებსა და ისტორიაზე ისაუბრეს.

Bosch-ის „ცოცხალი სამზარეულო“ ქართველი ბლოგერებისთვის

ბლოგერების მიწვევა შემთხვევითი არ ყოფილა: Bosch-მა დაამტკიცა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სახლის პირობებში კერძების მომზადებას თითქოს მხოლოდ დაუსაქმებელი ადამიანები ახერხებდნენ — ბრენდის ინოვაციური ტექნოლოგიები იმდენადაა მომხმარებელზე მორგებული, რომ მისგან მინიმალურ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

კერძების მოსამზადებლად კედელში ჩაშენებული ღუმელი, სენსორული გაზქურა და სპეციალური მრავალრეჟიმიანი ბლენდერი გამოიყენეს.

Bosch-ის „ცოცხალი სამზარეულო“ ქართველი ბლოგერებისთვის

ღუმელს ავტოპილოტის ფუნქცია აქვს — მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებ და რამდენი ხანი გიწევს სახლში ყოფნა, სასურველი პარამეტრების მითითებების შემდეგ, ღუმელი თავად გეგმავს, როდის დაიწყოს და დაამთავროს ცხობა ან რა დროზე გადაანაწილოს მზადების პროცესი. მას 30 პერსონისთვის განკუთვნილი საკვების მომზადება შეუძლია! თანაც ქართულ ბაზარზე ის ერთადერთი ღუმელია, რომელშიც ერთდროულად 4 სხვადასხვა კერძის მომზადებაა შესაძლებელი — მაღალი დონის ვინტილაცია 100%-ით უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა გემო ერთმანეთს არ შეერიოს. თანაც სამზარეულოში საათობით „ატუზვაც“ აღარ არის საჭირო, სასურველი რეჟიმის არჩევისას შეგიძლია სულ სხვა საქმიანობით დაკავდე ან სულაც კარი გაიხურო და სახლში გამთენიისას დაბრუნდე. 4D რეცხვის თვითწმენდის ფუნქცია კი მისი ხელით წმენდის არასასურველი რუტინისგანაც გაგათავისუფლებს.

Bosch-ის „ცოცხალი სამზარეულო“ ქართველი ბლოგერებისთვის

სტუმრებს 2 სახის მე-8 სერიის ყავის აპარატი გააცნეს — კედელში ჩასაშენებელი და სოლო-მოდელები. კედელში ჩასაშენებელ ვერსიას „რისტრეტოს“ დამზადებაც შეუძლია — ყავის ეს სახეობა ყველაზე კონცენტრირებულია და მაქსიმალურად ახდენს არომატის კონსერვაციას. Bosch-ის ყავის აპარატები სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფად ასხამენ ყავას — ამ პროცედურას სულ რაღაც 40 წამი სჭირდება. თუ პროფესიონალი გურმანი ხარ, გეცოდინება, რომ ესპრესო ცხელ ჭიქაში უნდა ჩამოასხა — ამას კი Bosch-ის ჭურჭლის გამაცხელებელი დანადგარი უზრუნველყოფს.

Bosch-ის „ცოცხალი სამზარეულო“ ქართველი ბლოგერებისთვის

Bosch-ის ინდუქციური ზედაპირი მხოლოდ სპეციალურ ქვაბებს და ტაფებს აღიქვამს — ხელის დადებით ხელს არ დაგწვავთ.

ყველა სტუმარი დასაჩუქრდა: მათ შორის, ჩვენც გვერგო უგემრიელესი ყავა, Bosch-ის კომპაქტური თერმოსი და საკმაოდ სოლიდური ფასდაკლების ბარათები ყველა სახის პროდუქტზე!