LIFE

"მოსწყდი ვირტუალურ სამყაროს" და ბედნიერების სხვა რეცეპტები

"მოსწყდი ვირტუალურ სამყაროს" და ბედნიერების სხვა რეცეპტები

1. გაატარე დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად

შენ იცი, რომ ყველაზე კარგად დროს ატარებ მათთან, ვინც გიყვარს და გაბედნიერებს. როდის იყავი ბოლოს სასურველ და სასიამოვნო ადამიანებთან ერთად? როდის დაინტერესდი მათი ამბებით და გაიზიარე მათი სიხარული? შეეცადე, ხშირად იყო საყვარელ ხალხთან ერთად, იცინე, იხუმრე, მოისმინე მათი ისტორიები.

2. დაჯექი ცეცხლთან ახლოს

ცეცხლი არის დაცულობა, სითბო, საკვები - ეს ჩვენი გენეტიკური მეხსიერებაა. ამიტომაც ზამთრის ცივ დღეებში სითბოსთან ახლოს ჯდომა ძალიან სასიამოვნოა. ნებისმიერი სითბოს წყარო, მაგალითად, ბუხარი ქმნის მყუდრო გარემოს. გარეთ - ცივი საღამო, სახლში - ცხელი ჩაი და ბუხარი. ეს სიმშვიდეა!

3. გემრიელი კერძები

ზოგჯერ სამზარეულოში ყოფნამ შეიძლება, იმაზე მეტად გაგაბედნიეროს, ვიდრე რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში ან კლუბში სტუმრობამ. შეეცადე, მოამზადო რამე გემრიელი კერძი ამინდისა და სიტუაციის შესაფერისად. იფუსფუსე სამზარეულოში, შენი გაკეთებული საჭმლით ასიამოვნე სხვებიც და მიიღე კომპლიმენტები.

4. გამორთე შუქი

ელექტროენერგიის ნაცვლად გამოიყენე სანთლები. როგორც ამბობენ, დანიელებს ძალიან უყვართ სანთელი, ბევრ სიტუაციაში იყენებენ მსგავს განათებას. მოდი, შენც სცადე. შექმენი ეფემერული და მყუდრო გარემო მბჟუტავი განათებით. სანთლებით იქმნება საკმოდ თბილი და სასიამოვნო სიტუაცია. ასე კარგად დაისვენებ.

5. დალიე ცხელი სასმელი

მოამზადე ცხელი შოკოლადი მეგობრებისთვის. წარმოიდგინე, როგორ ალაგებ მაგიდაზე ლამაზ ფინჯნებს და ლამბაქებს, როგორ იღვრება პატარა ჩაიდნიდან ცხელი კაკაო... რძე, ნაღები, ცხელი შოკოლადი. უხდება მეგობრების მყუდრო გარემოს თბილი ან ცხელი სასმელები.

6. მიირთვი გემრიელი კექსი

ძალიან ხშირად სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნებას მნიშვნელოვანი წვრილმანების ერთობლიობა ქმნის. ტკბილეულიც ამ წვრილმანთაგანია. კარგი ნამცხვარი გემრიელი კრემით ან ახალგამომცხვარი კექსი მომენტალურად ცვლის განწყობილებას.

7. ისეირნე

ხშირად ისეირნე ჰაერზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. სეირნობა და ფეხით სიარული გაგათავისუფლებს ცუდი და უსარგებლო ემოციებისგან. შეეცადე, ჩაიცვა ამინდის შესაფერისად, ისე რომ დისკომფორტი არ შეგიქმნას სამოსმა. სეირნობის დროს არც უნდა გციოდეს და სიცხემაც არ უნდა შეგაწუხოს.

8. იკითხე

ჩვენ ვთქვით, რომ სიმყუდროვეს და სასიამოვნო გარემოს მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში პოულობ. თუმცა მარტოც შეძლებ სიმყუდროვის შექმნას, მაგალითად, თუ წიგნის კითხვაში გაატარებ რამდენიმე საათს. შეარჩიე შენი საყვარელი ჟანრის ნაწარმოები და გადადი „სხვა“ სამყაროში.

9. გადადე ტელეფონი

მყუდრო გარემო არ არის მოდერნიზებული სამყაროს ნაწილი. ამიტომაც გადადე ტელეფონი. მოსწყდი ირეალურ, ვირტუალურ სამყაროს და რამდენიმე საათი გაატარე ადამიანებთან - რეალურ დროსა და სივრცეში. ემოციების გამოვლენის საშუალება მიეცი საკუთარ თავსაც და სხვასაც.