როგორი მამაკაცი გჭირდებათ გვერდით ამ ზაფხულს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
- 21.02.2017
ვერძი- სპორტული ტიპი
ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა მოიყვანო თავი ფორმაში. რა თქმა უნდა, ამას უფრო ხალისიანად გააკეთებთ, თუ თანამოაზრე გეყოლებათ. ამიტომ ყველა შანსი გაქვს გააბა რომანი მწვრთნელთან სპორტდარბაზში, ცურვის ინსტრუქტორთან ან ინ ბიჭთან, რომელიც დილას შენთან ერთად პარკში დარბის.
კურო - გლამურული საყვარელი
შენ ირჩევ ბრწყინვალებას... და ივლისს დამდეგს, არ ივლი საღამოებზე ძველი ჯინსებიდან გადაჭრილი შორტებითა და დაუბანელი თმით. უპირატესობას შენ ხომ ლამაზ რომანს ანიჭებ: ძვირადღირებული შამპანიურით, უმწიკვლოდ სტილურ მამაკაცთან.
ტყუპები - გურმანი
ამ ზაფხულს სერიოზულ გურმანად გადაიქცევი. ამიტომ საუკეთესო არჩევანი შენთვის იქნება კავალერი, რომელიც რესტორანში დეგუსტატორად იმუშავებს. საუკეთესო მომენტებია ერთად - დახვეწილი ვახშამი სექსამდე და საუზმე ლოგინში შემდეგ.
კირჩხიბი - მუსიკოსი ან დიჯეი
ამ ზაფხულს შენ არ მოგიწევს ჰამაკში ნებივრობა. შენი ხვედრია - ღამის ტუსოვკები, მოდური კლუბები. თუ თავად არ უკრავ რაიმე ინსტრუმენტზე, მონახე ვინმე, ვინც უკრავს. და თუ უკრავ - აირჩიე კოლეგა. შემოქმედება - ეს შენი სულიერი ნიშნის სავიზიტო ბარათია. საყვარელი კარგი სმენით შეიძლება შენს შთაგონებად გადაიქცეს.
ლომი - დახვეწილი
არავითარი ოფლიანი ბიჭები ლუდის ბოთლით ხელში და მუხლებამდე ყვავილებიანი ტრუსებით. შენ გიზიდავს თავაზიანი საუკუნის ესთეტიკა. წინააღმდეგი არ ხარ დააბრუნო ის დღეები, როცა პაემნის წინ საათობით ემზადებოდნენ სარკესთან და ერთმანეთს სასიყვარული გზავნილებს უწერდნენ, და დატკბე მგრძნობიარე და ერთგული მეგობრის საზოგადოებაში - ის, ვინც გამონახავს დროს რომანტიკისთვის და ახსოვს, რომელი ყვავილი მოგწონს.
ქალწული - ვნებიანი შეყვარებული
დადგა შენი რიგიც იყო დედოფალი, და შენ გჭირდება რჩეული, რომელიც გულწრფელად გაგაღმერთებს. უბედურება იმაშია, რომ შენ თავად ის ხარ, ვინც ცდილობს ემსახუროს და მხარში ამოუდგეს სხვას, და არა იბრწყინოს, სამეფო ტახტზე მჯდარმა.
სასწორი - ჩახუტების მოყვარული
მოსიყვარულე და საიმედო ხელები, რომლებიც გეხვევიან - აი რა გჭირდება. გარდა ამისა, შენ გჭირდება მგრძნობიარე მსმენელი, რომელიც მზად არის იმისათვის, რომ შენს მიერ მოყოლილ წარსულის მძიმე მოგონებებს მოუსმინოს.
მორიელი - აქტივისტი-პროპაგანდისტი
შენთვის მნიშვნელოვანია იგრძნო თავი უსაფრთხოდ ამ შეშლილ, შეშლილ სამყაროში, მაგრამ ეს სეზონი გაგხდის უფრო პროგრესულს და მოგანდომებს არსებითად შეცვალო სამყარო. თუ შენი შეყვარებული არ არის მათ შორის, ვინც თუნდაც მცირე მიზეზის გამო გარბის საპროტესტო აქციებზე, მინიმუმ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მაინც უნდა ყიდულობდეს.
მშვილდოსანი - კომპიუტერული გენიოსი
ამ ზაფხულს საკმაოდ ამბიციური ხარ და კოლოსალური გეგმები გაქვს - ეს საკუთარი ბიზნესი იქნება თუ სოცქსელებში ინტერესების მიხედვით საზოგადოების შექმნა. გჭირდება გვერდით მამაკაცი, რომელიც სრულყოფილად ფლობს კომპიუტერულ ტექნიკას.
თხის რქა - მამაცი მოგზაური
იმაზე ფიქრსაც კი რომ შვებულების გატარება ოთხ კედელში მოგიწევს შენში კლაუსტროფობიის შეტევას გამოიწვევს, ამიტომ სახლში ჯდომის მოყვარული შენ არ გამოგადგება. სამოგზაუროდ წადი ისეთივე აქტიურ პიროვნებასთან ერთად, როგორიც შენ ხარ.
მერწყული - შეყვარებული-მისტიკოსი
განსაკუთრებულად მიგიზიდავს იოგასა და სხვა სასულიერო სწავლებებისა და პრაქტიკების მოყვარულები. იქნებ, ყველა ეს ამულეტი და სანდალის არომატი სექსუალურად აგაგზნებს, მაგრამ შენ რაღაც უფრო ღრმა გჭირდება, ვიდრე ფიზიკური ლტოლვა. შენ ეძებ მონათესავე სულსა და სასიყვარულო ალქიმიას გამოცდილ საყვარელთან.
თევზები - ხელოვნების დამფასებელი
შენ მოგიხდება თავგამოდებული თეატრის მოყვარული. შესაძლოა თავიდან მოგიწიოს განაახლოო მეხსიერებაში ოდესღაც წაკითხული და კარგა ხანს დავიწყებული წიგნები, მაგრამ ეს მცირე საფასურია იმისა, რომ ერთჯერადად დაიკმაყოფილო ინტელექტუალური და სექსუალური შიმშილი.
თემები: ქალები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია
<a href="http://www.cosmo.ru/">http://www.cosmo.ru/</a>