ჰოროსკოპი

ტაროს პროგნოზი 2025 წლის იანვრისთვის - რა ელის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს

ტაროს პროგნოზი 2025 წლის იანვრისთვის - რა ელის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს

ვერძი (კომუნიკაცია)

ვერძი, კომუნიკაციისა და ურთიერთობების მშვენიერი თვე გექნებათ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც თქვენი ინტერესები ემთხვევა. იქნება ენერგიის გაცვლა, ინფორმაციის მიღება და ურთიერთდახმარება. საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობების წყალობით შესაძლოა საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ შემოსავლის გაზრდის მიზნით. გამოიჩინეთ ინიციატივა კომუნიკაციაში, თქვენი ქარიზმა და ხიბლი კოლეგებს და უფროსებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ.

კურო მთვარე (ჯადოქრობა)

კურო იანვარში ნამდვილი „ჯადოქარი“ იქნება. დაეყრდენით თქვენს ინტუიციას - შესაძლოა მიიღოთ ნიშნები და ასევე გქონდეთ წინასწარმეტყველური სიზმრები. მშვენიერი დროა თქვენნაირი ტემპერამენტის ქალებთან გაერთიანებისთვის, ქალთა წრეებსა და კომპანიებში დასასწრებად, ეს მოგცემთ ძალას და აგიმაღლებთ თავდაჯერებულობას.
უმჯობესია განდევნოთ შიშები და უსაფუძვლო ეჭვები საკუთარ თავში, თქვენ იმაზე მეტი უნარი გაქვთ, ვიდრე გგონიათ. იანვრის თვეში თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

ტყუპები (დასვენება)

ტყუპებო, იანვარში უმჯობესია დაისვენოთ, თანაც შეგნებულად და გამიზნულად და მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თქვენი სხეული გამოიფიტოს დეკემბრის თვეში გაწეული შრომის გამო.
დაისვენეთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თქვენს კომფორტს არ დაარღვევს, შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენგან დიდ ენერგიას იღებენ.

კირჩხიბი (სტაბილურობა)

კირჩხიბებო, სიძლიერის, სტაბილურობისა და კანონზომიერების თვე გელით. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებებისა და არჩევანის მიღების დროს. სწორად შეაფასეთ სიტუაცია, ამაში პრაგმატული მიდგომა დაგეხმარებათ. გაიარეთ ყველა ვარიანტი, იპოვეთ საუკეთესო, ნუ დაიკავებთ პასიურ პოზიციას. ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიღებს სასიხარულო ამბებს ოჯახში და ფინანსურ საკითხში საკმაოდ მყარად იგრძნობს თავს.

ლომი (გარდაქმნა)

ლომებო, თქვენ მიიღეთ ძალიან ძლიერი ბარათი. გარდაქმნები და ცვლილებები უკვე კარზე აკაკუნებს. დროა გადახედოთ თქვენს იდეებს, ოცნებებს, გარემოს და იმას, საით მიდის თქვენი მიზნები. ზოგიერთ საკითხს უკვე აღარ მოაქვს თქვენთვის ის სიხარული, რაც ადრე მოჰქონდა, თუმცა ნუ იჩქარებთ რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას და ყველაფრის თავიდან მოშორებას. ეცადეთ განაახლოთ თქვენი ცხოვრება - აიღეთ ახალი პასუხისმგებლობები სამსახურში და იპოვეთ ახალი მიდგომა ადამიანებთან ურთიერთობაში.

ქალწული (იმედგაცრუება)

თქვენ ამოგივიდათ იმედგაცრუების ბარათი, თუმცა მისმა სახელმა არ შეგაშინოთ. დროა შევხედოთ რა ხდება ვარდისფერი სათვალის და ილუზიების გარეშე, ახლა ყველაფერი ისე ჩანს, როგორც არის. შესაძლოა, თავიდან ამან შეგაწუხოთ და ეჭვებმა დაგტანჯოთ, მაგრამ როგორც კი ემოციებს გაუმკლავდებით, მიხვდებით, რატომ მოგეცათ სამყაროსგან გარკვეული შესაძლებლობები. მიიღეთ მადლიერებით ყველაფერი, რაც ხდება - ის გადაგიყვანთ ახალ დონეზე და თქვენს წინაშე გაიხსნება ახალი ჰორიზონტები, ახალი და უფრო საინტერესო სიახლეები.

სასწორი (გაბედულება)

სასწორს იანვარში დასჭირდება ისეთი საკითხების მოგვარება, რომლებშიც ლოგიკა და ინტელექტი მნიშვნელოვანი იქნება - გირჩევთ ემოციები მინიმუმამდე დაიყვანოთ და საღი აზრით იხელმძღვანელოთ. ამ თვეში სასურველი მიზნების მისაღწევად ყველაფრის ხელში აღება და პროცესის წარმართვა მოგიწევთ.
რჩევა ტაროს ბარათიდან: იყავით მოქნილი და დამთმობი გარედან, ხოლო შიგნიდან მკაცრი. გათიშეთ ემოციები და ფოკუსირდით მიზნებზე. იანვარში თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვა და წარმატებული კონტრაქტების დადება. თქვენ უკვე იცით, როგორ მოიქცეთ ამ დროს - იყავით გაბედული, შეუვალი და მიზანდასახული.

მორიელი (ენერგია)

მორიელებო, იანვარში აბსოლუტურად თქვენს სტიქიაში იქნებით, იქნება დიდი ენერგიის მოზღვავება, სისწრაფე და სექსუალური ლტოლვა პარტნიორისადმი. ეს შესანიშნავი დროა შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად და საკუთარი თავის მთელი დიდებით წარმოჩენისთვის. ფრთხილად იყავით თქვენს განცხადებებში, რადგან შესაძლებელია კამათი და კონფლიქტი, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კოლეგებთან ურთიერთობებზე.

მშვილდოსანი (გაღვიძება)

მშვილდოსნებო, თქვენი პირადი გაზაფხული დაიწყება იანვარში და ეს იქნება ერთგვარი „დიდი გაღვიძება ზამთრის შემდეგ“ - ენერგიის მატება, მისწრაფება, მიუწვდომელი მწვერვალების დაპყრობის სურვილი. თქვენ წარმატებას მიაღწევთ ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებთ. გააერთიანეთ და დააკავშირეთ ადამიანები, შექმენით სილამაზე თქვენს გარშემო. ასევე, ეს არის სიყვარულისა და ვნების დრო. ამ ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შესაძლოა ერთი ნახვით სიყვარული განიცადოს.

თხის რქა (გაუგებრობები)

თხის რქას რთული და ემოციური თვე ელოდება, ამიტომ ფრთხილად და დაკვირვებით იყავით. სამსახურში შეიძლება დაუშვათ შეცდომები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ურთიერთობაზე კოლეგებთან ან უფროსებთან და ამან შესაძლოა გარკვეული უთანხმოება და გაუგებრობები წარმოშვას; ასევე, უმჯობესია ნებისმიერი სიტყვიერი შეთანხმების დუბლირება ოფიციალურ ფოსტაზე, ან კიდევ უკეთესი, ქაღალდზე, რადგან შეიძლება მოხდეს შეთანხმებების შეუსრულებლობა გაუგებრობების გამო.

მერწყული (წარმატება)

მერწყულო, წინ შესანიშნავი თვე გელით. თუ დიდი ხანია გინდოდათ შემოსავლის გაზრდა, დროა პირდაპირ ისაუბროთ უფროსებთან ამის შესახებ. შესაძლოა ახალი საინტერესო სამუშაო შეთავაზებები მიიღოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში საუბარია ყოველდღიურ ცხოვრებაში დახმარებაზე, ზრუნვაზე, სასიამოვნო საჩუქრების მიღებაზე, სასიამოვნო და დაუვიწყარ პაემნებზე.

თევზები (მატერიალიზმი)

თევზებო, იანვარში მატერიალური ინტერესები წინა პლანზე წამოიწევს. თქვენ ზუსტად იცით რა გსურთ და ვერაფერი და ვერავინ შეგაჩერებთ დასახული მიზნის მისაღწევად.
თქვენი ქარიზმა, საკუთარი თავის და თქვენი იდეების წარმოჩენის უნარი, ხიბლი, თავდაჯერებულობა, დახვეწილი მანერები - ეს თვისებები შესანიშნავი დამხმარე ინსტრუმენტი იქნება თქვენი მიზნების მიღწევაში.