LIFE

გააკეთეთ ეს დილის 10 საათამდე და იგრძენით ბედნიერება

გააკეთეთ ეს დილის 10 საათამდე და იგრძენით ბედნიერება

ჩვენ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ გაღვიძებისთანავე, რომ თქვენი დღე მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს.

როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა გაღვიძებისთანავე სოციალური მედიის ან ახალი ამბების დათვალიერებას უნდება, თუ თქვენი ყოველი დილაც ასე იწყება, მაშინ ნეირომეცნიერებს თქვენთვის ცუდი ამბავი აქვთ - დილის ამგვარი დაწყება არა მხოლოდ აფუჭებს თქვენს გუნება-განწყობას მთელი დღის განმავლობაში, არამედ მას „ცარიელს“ და არაპროდუქტიულს ხდის.

ამ დასკვნამდე მივიდა ბრიტანელი ნეირობიოლოგი ჯო დისპენზა, რომელიც ასევე არის ბესტსელერების ავტორი ნეირობიოლოგიისა და ბედნიერი ცხოვრების შესახებ. მისი თქმით, ადამიანები იმდენად არიან დამოკიდებული სოციალურ მედიაზე, რომ აღარ უთმობენ დროს საკუთარ თავს.
საუკეთესო გზა კი საკუთარ თავზე და თქვენს სულზე და შინაგან სამყაროზე ზრუნვისთვის არის მედიტაცია. დისპენზა მიიჩნევს, რომ ეს უნდა გაკეთდეს ყოველდღე გაღვიძებისთანავე, მაქსიმუმ 10 საათამდე.



ნეირომეცნიერი იღვიძებს დილის 4:30 საათზე და შემდეგ მედიტაციას აკეთებს იზოლირებულ ოთახში ორი საათის განმავლობაში. მისი თქმით, გაღვიძების შემდეგ ჩვენს ტვინს სჭირდება აურზაურისგან მოშორება, სიწყნარე და ხალხისგან განმარტოება.

თუმცა, შეგიძლიათ მედიტაცია უფრო მოკლე დროში გაიაროთ, ეს ინდივიდუალურია. მთავარი ის არის, რომ მედიტაციის დროს თქვენს თავში იბადება სწორი აზრები, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ მომავალი დღე. ასე რომ, ჯო დისპენზა გირჩევთ იყოთ ბნელ, დახურულ ოთახში სრულ სიჩუმეში, თქვენს გარდა სხვა არავინ იყოს:

მოკალათდით იოგას პოზაში და იფიქრეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსიაზე, როგორიც გსურთ რომ იყოთ უახლოეს დღეებში, ჩამოაყალიბეთ პოზიტიური დამოკიდებულება, მიაღწიეთ მიზნებს და შეინარჩუნეთ მარტივი დამოკიდებულება ნებისმიერი წარუმატებლობის თუ გამოწვევის მიმართ, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ ცხოვრების გზაზე. 20-წუთიანი მედიტაციაც კი გამოგადგებათ საინტერესო და ბედნიერი დღისთვის და დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ შინაგანი ძალა.



მედიტაციის ეფექტურობა ასევე დადასტურდა ნეირობიოლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევებით, დადასტურდა, რომ განმარტოება და იოგას მარტივი ვარჯიშების ჩატარება ხელს უწყობს ჰორმონის კორტიზოლის შემცირებას, რომელიც გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, შაქრის დონეზე, მეტაბოლიზმზე და დაბერების სიჩქარეზე.

მედიტაცია ხელს უწყობს სტრესისა და შფოთვისგან თავის დაღწევას, ასევე ორგანიზმში ფიზიკური დაძაბულობის მოხსნას. ყოველდღიური რეგულარული მედიტაცია ამ ეფექტს ხანგრძლივს გახდის და თქვენ გახდებით არა მხოლოდ ჯანმრთელი, არამედ ბედნიერიც და მარად ახალგაზრდაც.