8 რჩევა მათთვის, ვისაც დილით ადგომა უჭირს
16.02.2025
საუკეთესო მამები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, განსხვავებულები არიან, მაგრამ ყველა თავისებურად მშვენიერია. ზოგი სათამაშოებითა და ყურადღებით ანებივრებს შვილებს, ზოგი კი სუპერგმირის როლს ირგებს და დაუღალავად ზრუნავს მათთვის.
კირჩხიბი
მამაკაცი კირჩხიბი ოჯახისთვის ციდან მთვარეს ჩამოხსნის. თუ დასჭირდა, ცოლის ნაცვლად დეკრეტულ შვებულებაშიც წავა; უფრო მეტიც, რომ შეეძლოს, შვილს ძუძუსაც აწოვებდა.
ბავშვები მისი ყველაზე დიდი სისუსტეა, შვილების გამო კირჩხიბი მამა კვირაში შვიდი დღე დაუღალავად იმუშავებს. ის გაივლის ბავშვის აღზრდის ყველა ეტაპს - ჩვილობიდან მოზარდობის ასაკამდე. ნამდვილი ჯადოქარი კირჩხიბი მამა პატარებთან ერთად ერთი ხელით ქვიშისგან სააღდგომო ნამცხვრებს მოამზადებს, მეორით კი ფაფებს მოხარშავს.
ის მთლიანად დაუთმობს თავს ბავშვებს და არ წამოწვება დივანზე მაშინ, როცა შეატყობს რომ ბავშვებს გართობა და ჟრიამული სწყურიათ - დაუფიქრებლად შეაგროვებს ფიჭვის გირჩებს და შხაპუნა წვიმაში პატარებთან ერთად გავა რეზინის ბოტებით. ის არასოდეს დაიღლება და სამსახურიდან დაბრუნებულ ცოლზეც იზრუნებს და გემრიელ ხემსს მოუმზადებს.
კირჩხიბი მამა არის ის, ვინც მთელ ოჯახს ერთ მაგიდასთან მოაგროვებს და ყველას ბედნიერად აგრძნობინებს თავს.
ლომი
ლომი მამაკაცი გულუხვი და მეგობარი მამაა. მისი შვილი შეიძლება არასდროს ითხოვდეს სათამაშოებს, მაგრამ მიიღებს ყველაფერს, თანაც ერთდროულად და ორმაგი ზომით.
კირჩხიბი მამა ეს არის ნამდვილი თოვლის ბაბუა თავისი შვილებისთვის, ის მათთვის ერთდროულად არის მამაც და ანიმატორიც - ლომი მამა სიამოვნებით ითამაშებს შვილებთან ერთად, იცეკვებს და დაეშვება მათთან ერთად სლაიდზე, მისი შვილი მიიღებს ძალიან კარგ და ერთგულ მეგობარს, რომელიც ყველაფერში გვერდით დაუდგება და აგრძნობინებს მაქსიმალურ მხარდაჭერას.
ლომი მამა მუდამ იქნება იქ, სადაც საჭიროა და ყველას გააგებინებს, ვინ არის მისი შვილი და რა მსხვერპლის გაღება შეუძლია მისი ბედნიერებისთვის.
კურო
კურო მამა თავისი ძლიერი ხასიათის გამო ქვის კედელი და რკინის სიმშვიდეა. ის არასოდეს უყვირის შვილს, მაშინაც კი, თუ ბავშვმა ახალ შპალერზე საღებავით დახატა ან კატას კუდი მოაჭრა.
სადაც სხვები მოთმინებიდან ადვილად გამოდიან, კურო ყველაფერს სიმშვიდით შეხვდება და თვალსაც არ დაახამხამებს. ის ჩუმად და წყნარად აუხსნის შვილს რა ზიანი მოაქვს მის მიუღებელ ქცევას, როგორ უნდა გაიმარჯვოს მიუღებელ ქცევაზე პოზიტიური დისციპლინით და როგორ უნდა სცეს პატივი გარემოს, სადაც ცხოვრობს.
კუროს ნერვული სისტემა ნებისმიერ გამოწვევას გაუძლებს, ამიტომაც მისი მოთმინება გინესის რეკორდების წიგნში შეიძლება შევიდეს.
კუროს შვილებს არ უწევთ ფიქრი მომავალზე, მამა ამაზე შვილების დაბადებიდანვე იზრუნებს და შეუქმნის მათ მაქსიმალურ კომფორტს.
თხის რქა
თხის რქა არის მამა, რომელიც ასწავლის შვილებს ტანკის გამოყენებას მიზნების მისაღწევად, ეს ხუმრობით, სინამდვილეში კი ის ნებისმიერი სიტუაციისთვის მოამზადებს შვილებს და ასწავლის ხერხებს, როგორ გადალახონ და გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს. ის მოამზადებს მათ ნებისმიერი ფორსმაჟორული სიტუაციისთვის და ასწავლის ყოველი გადადგმული ნაბიჯის წინ ფიქრს, ისე, როგორც ჭადრაკში.
თხის რქა მეგა პასუხისმგებელი მამაა, ის შვილზე ზრუნვას იწყებს ჯერ კიდევ მის დაბადებამდე, ეძებს მისთვის საუკეთესო საბავშვო ბაღს, პედიატრს და წინასწარ ყიდულობს მისთვის ათასგვარ სათამაშოებს თუ მოვლის საუკეთესო საშუალებებს.
თხის რქა არასოდეს აცხოვრებს თავის შვილს ვარდისფერი სათვალით, პირიქით, ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას მასთან ერთად გაივლის და ასწავლის, როგორ შეიძლება სხვადასხვა გამოწვევებთან მარტივად გამკლავება.
ვერძი
ვერძი მებრძოლი მამაა. ის შვილს სპორტულ კლუბებში წაიყვანს და ქალიშვილს მხარს დაუჭერს, თუ ის გადაწყვეტს ცეკვის ნაცვლად კრივით დაკავდეს. ის იყიდის მისთვის ყველაზე მაგარ ხელთათმანებს და სკოლის დირექციას მიმართავს თხოვნით, რათა მის შვილს შეჯიბრზე წასვლის უფლება მისცენ.
ვერძი მამა მზადაა მიიღოს მონაწილეობა მისი შვილის განვითარების ყველა საკითხში, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოში: პირველი ამოსული კბილიდან ცურვაში დამსახურებულ ოქროს მედლამდე.
მასთან ყოფნა შვილისთვის ყოველთვის საინტერესოა და ნებისმიერი შაბათ-კვირა იქნება ემოციების ფეიერვერკი. ვერძი მამა შვილების ლიდერია. ის არის ოჯახის ბურჯი, რომელიც არასოდეს თმობს საკუთარ პოზიციას და მზადაა ყველაფერი გვერდზე გადადოს ოჯახის კეთილდღეობის სანაცვლოდ.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია