
როგორც მამაკაცები, ასევე ქალები გაპარსვის პრობლემებს აწყდებიან - წითელი ლაქები, გაღიზიანება, ჩაზრდილი თმა, არა მარტო მამაკაცების, ხშირად ქალების პრობლემასაც წარმოადგენს.
სინამდვილეში, ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა მხოლოდ საპარსის არასათანადო გამოყენების შედეგია.
გაპარსვის პროცესს გარკვეული ეტაპები აქვს - თუ მათ დაიცავთ, თქვენი კანი მშვიდი და გლუვი იქნება.
მითი 1 - სქელი და უხეში თმა
აქ საქმე საპარსში არ არის, თმა უხეში ხდება მშრალი წესით პარსვის დროს, როდესაც კანი არ არის დატენიანებული. ამიტომ, დეპილაციის წინ დაისველეთ კანი თბილი წყლით, რის შემდეგაც კანი რბილი, თმა კი ნესტიანი გახდება - ამის შემდეგ შეგიძლიათ გაიპარსოთ.
მითი 2 - გაღიზიანება და წითელი ლაქები
თუ საპარსი ბლაგვია, ის ზედმეტად აშორებს კანის რქოვან შრეს, რაც იწვევს გაღიზიანებას. გარდა ამისა, გაპარსვისას და მის შემდეგ, კანი მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი ჭუჭყის მიმართ, რაც ასევე იწვევს გაღიზიანებას.
მნიშვნელოვანია საპარსის სისუფთავის შენარჩუნება და სპეციალური დამამშვიდებელი ან სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება პარსვის შემდეგ.
მითი 3 - თმის სწრაფი ზრდა
ჰორმონები და გენეტიკა პასუხისმგებელია თმის ზრდის ტემპზე, ეს სტერეოტიპი ახლოსაა სიმართლესთან, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრაც მარტივად არის შესაძლებელი:
იზრუნეთ კანის მაღალი ხარისხის დატენიანებაზე ყოველდღიურ რუტინაში.
მისი სტრუქტურის გამო, ხვეული თმა უფრო სწრაფად იზრდება, ამიტომ გაპარსვის წინ კანი დაიტენიანეთ და გამოიყენეთ ორი ან სამპირიანი საპარსი.
გამოყენების შემდეგ კარგად გაწმინდეთ პირები და შეინახეთ.
მითი 4 - ხშირი პარსვა
ნამდვილად მითია, რომ ხშირი პარსვა არასასურველ თმას ახშირებს, შეგიძლიათ ყოველდღე გაიპარსოთ.
მითი 5 - პარსვა და გლუვი კანი
მითია, რომ პარსვით გლუვი კანი არ მიიღწევა, დღევანდელი ტექნოლოგია გვთავაზობს ისეთ საპარსებს, რომლებიც ფრთხილად პარსავენ კანის ზედაპირს; უნდა აირჩიოთ მრავალპირიანი მოდელები, უმჯობესია ექვსი პირით და მოქნილი კარტრიჯით, რომელიც ადვილად მიჰყვება სხეულის მრუდებს.
მითი 6 - პარსვა და კანის გამოშრობა
გაპარსვა ხელს უწყობს ლიპიდური ბარიერის გახსნას და ამავდროულად აშრობს კანის რქოვანა ზედაპირს, ამიტომ კანი ხდება მშრალი, მაგრამ ამავდროულად, კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მოვლის საშუალებების აქტიური ინგრედიენტების მიმართ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაპარსვის შემდეგ დამატენიანებლების გამოყენება. უბრალოდ აირჩიეთ უცხიმო პროდუქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაახშობენ კანის ფორებს.
მითი 7 - მგრძნობიარე კანი და საპარსის გამოყენება
მითია რომ მგრძობიარე კანის შემთხვევაში საპარსი დაუშვებელია, უბრალოდ, უნდა დაიცვათ რამდენიმე წესი:
გამოიყენეთ საპარსი დამატენიანებელი ზოლით - პირი თხლად აშორებს რქოვანა გარსს, ზოლი კი ამშვიდებს კანს და იცავს ჭრილობებისგან.
გამოიყენეთ საპარსი ქაფი ან გელი, რომელიც სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვისაა შექმნილი.
მიიღეთ შხაპი - კანი ორთქლდება და თმა რბილდება გაღიზიანების გარეშე სუფთა გაპარსვისთვის.
წაისვით თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი საპარსი საშუალება.
გაპარსვის შემდეგ, დამუშავებული ადგილი გრილი წყლით ჩამოიბანეთ ფორების შესამცირებლად და კანის დასამშვიდებლად.
გაწმინდეთ საპარსი თმისა და საპარსის ნარჩენებისგან, რათა შემდეგი გაპარსვის დროს კანში მავნე ბაქტერიებმა არ შეაღწიოს.
თემები: რჩევები