
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მანიკურის სხვადასხვა დიზაინით და მოვლილი ფრჩხილით გატაცება უმეტესად და პირველ რიგში, ახალგაზრდა გოგონებს აინტერესებთ, მაგრამ NewBeauty-ის ჟურნალის მკითხველთა ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ სრულიად განსხვავებული ტენდენცია გამოავლინა: გაგიკვირდებათ და ლამაზ ფჩხილებში ყველაზე მეტ ინვესტიციას 45-55 წლის ქალები დებენ.
სწორედ ისინი სტუმრობენ სალონებს ყველაზე ხშირად - 26% ამას თვეში ერთხელ აკეთებს, ხოლო 18% - ორ კვირაში ერთხელაც კი. ამ ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მეოთხე ქალი ფიქრობს, რომ მანიკური თვითმოვლის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ბევრი ამ პროცედურისგან უდიდეს სიამოვნებასაც იღებს.
რატომ დებენ ყველაზე მეტ ინვესტიციას ხანდაზმული ქალები ფრჩხილების მოვლაში? - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შემდგარი კარიერისა და სტაბილური შემოსავლის დამსახურებაა - ამ ჯგუფს მარტივად შეუძლია სილამაზისთვის თანხის გამოყოფა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც მანიკური?
„პომადის ეფექტი“
ეკონომიკაში არსებობს კონცეფცია, რომელსაც „პომადის ეფექტი“ ეწოდება - ეს ტერმინი ცნობილი ბრენდის, Estee Lauder-ის შემქმნელმა, ლეონარდ ლაუდერმა შემოიღო; თეორიის თანახმად, ფინანსური კრიზისის დროს ადამიანები ფუფუნებაზე ფულს ხარჯავენ, მაგრამ თუ დიდი შემოსავალი არ აქვთ, ნაკლებად ძვირადღირებული ნივთების შეძენით კმაყოფილდებიან: მაგალითად, თუ მათი ბიუჯეტი ძვირფასი ჩანთის შეძენას ვერ წვდება, სანაცვლოდ ელიტარულ კოსმეტიკას ამჯობინებენ.
„ყველას არ შეუძლია ძვირადღირებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან ჩანთის შეძენა, მაგრამ შეგიძლიათ პოდიუმზე მოდელის ან ცნობილი ადამიანის ფრჩხილების ხელოვნება თქვენს ფრჩხილებზე დააკოპიროთ. ეს კარგად გაკეთებულ მანიკურს ხელმისაწვდომ ფუფუნებად აქცევს“, - ამბობს ცნობილი ადამიანების მანიკურის პოპულარული სპეციალისტი - ტომ ბაჩიკი. მისი აზრი გამოკითხვებითაც დასტურდება: ქალების 64.5% სსილამაზის სალონში ვიზიტს ფუფუნებად და სიამოვნებად აფასებს.
ამავდროულად, ფრჩხილის დიზაინი თვითგამოხატვის შესანიშნავი საშუალებაა.
ამ საქმეში შეგიძლიათ იყოთ თამამი და გაბედული - აირჩიეთ მანიკიურის ფერი, რომლის ჩაცმასაც ვერასოდეს გაბედავდით; დეკორი, რომელიც გარდერობის ნივთებში ზედმეტად ჩაითვლებოდა.
მაშინაც კი, თუ მკაცრი ჩაცმის სტილს აირჩევთ, შეგიძლიათ ბზინვარე მანიკური აარჩიოთ - მაგალითად, აირჩიეთ ლაქი შესამჩნევი მბზინავი ბრჭყვიალით. ეს ყველაფერი მანიკურს ძალიან მიმზიდველს ხდის და თქვენს დახვეწილობასაც უსვამს ხაზს - ხშირად არ ხდება, რომ თავის მოვლა, სიამოვნება და თქვენი ნამდვილი „მე“-ს წარმოჩენა ერთ პროცედურაში იყოს გაერთიანებული, ამიტომაც არასოდეს თქვათ უარი მოვლილ ფრჩხილებზე და თამამ დეკორზე.
თემები: ფრჩხილების მოვლა, მანიკური