მშობლები

ტოქსიკური მშობლები, რომლებიც შვილების ცხოვრებას ანგრევენ

ტოქსიკური მშობლები, რომლებიც შვილების ცხოვრებას ანგრევენ

ბავშვების აღზრდა რთული საქმეა და არავის აქვს უფლება განსაჯოს ვინმეს აღზრდის კონკრეტული სტილი. თუმცა, მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და ტოქსიკური მშობლების შეუფერებელ ქცევას შორის მინიმალური ზღვარია.

TREND დაგეხმარებათ განსაზღვროთ და გაუმკლავდეთ ტოქსიკურ სიტუაციებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

უმადურობა

ტოქსიკური მშობლებისთვის ემოციური შეტევა სიყვარულისა და ყურადღების სინონიმია. ასეთ ოჯახებში ბავშვებმა იციან, როგორ გაარკვიონ რა განწყობაზე არიან მათი მშობლები და ამას შეიძლება მიხვდნენ ჩამოვარდნილი გასაღების გაჩხაკუნებით ან ფეხის ნაბიჯებით. ასეთი ბავშვები მუდმივ შიშსა და შფოთვაში ცხოვრობენ. ამ ტიპის ტოქსიკური მშობლები ხშირად განაწყენდებიან, თუ მათ კეთილ ქმედებებს შვილები ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი ამტკიცებენ: „მე ყველაფერი გავაკეთე შენთვის, შენ კი მაინც ასეთი უმადური ხარ“.

დანაშაულის განცდა

ტოქსიკურ ოჯახებში მშობლები შვილებთან ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას - მაგალითად, ბავშვი თვლის, რომ სწორედ მისი ცუდი საქციელის გამო ხდება მამა უკონტროლო.
ასეთი მიდგომის გამო, მოგვიანებით, ბავშვები ოჯახურ სკანდალებშიც აღმოჩნდებიან, ისინი იძულებულნი იქნებიან მოუსმინონ მშობლების პრეტენზიებს, თავი მათ ადგილას წარმოიდგინონ, დაეხმარონ, აიტანონ და ანუგეშონ. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში ბავშვებს არ აქვთ უფლება გამოთქვან საკუთარი აზრი.

მუდიმივი უკმაყოფილება

ნარცისი მშობლები შვილებისგან მაქსიმუმს ელიან, თუმცა ხშირად დადებითი კომენტარის ნაცვლად დამამცირებელ რეპლიკებს არ ერიდებიან, რამაც შეიძლება დაანგრიოს ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა. ამ ტიპის მშობლები არასოდეს არიან კმაყოფილი შვილების მიღწევებით.

გრძნობებზე ძალდატანებით საუბარი

ტოქსიკური მშობლები აიძულებენ შვილებს იყვნენ გულწრფელები და ზოგჯერ დანაშაულის გრძნობასაც კი აგრძნობინებენ, თუ არ მოისურვებენ გრძნობების გაზიარებას.
მოგვიანებით, მშობლები არავისთან მალავენ შვილისგან მიღებულ ინფორმაციას და ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავენ. გარდა ამისა, თუ მოსმენილი ინფორმაცია მათთვის მიუღებელია, არ თაკილობენ შვილების გაკიცხვას და სარკასტულ კომენტარებს, რაც შვილის თვითშეფასებაზე ნეგატიურად აისახება.

არასრულფასოვნების კომპლექსი

რაც უფრო დაბალია შვილის თვითშეფასება, მით მარტივია მისი კონტროლი. ტოქსიკური მშობლები განიხილავენ შვილის წარუმატებლობებსა და ნაკლოვანებებს. უმეტეს შემთხვევაში, ისინი კომენტარს აკეთებენ შვილის გარეგნობაზე, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა. თუ არ არსებობს „აშკარა ნაკლოვანებები“, ისინი უბრალოდ იგონებენ მათ.
ასეთი მშობლები შვილებში არასრულფასოვნების კომპლექსს აყალიბებენ.

შვილების წარმატებით ტრაბახი

მშობლებს სურთ, შვილებმა წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ არ აინტერესებთ, როგორ აპირებენ ამას. მაგალითად, მათ შეუძლიათ ელოდონ შვილის წარმატებულ კარიერას ისე, რომ ის სახლიდან არ გავიდეს.
ნარცისი მშობელი აღფრთოვანდება შვილის მიღწევებით მხოლოდ 2 მიზეზის გამო:
მათ სიამოვნებთ შვილის წარმატებით ტრაბახი, რათა სხვებს შურდეთ.
წარმატებული შვილები მშობლებისთვის უკეთეს ცხოვრებას უზრუნველყოფენ.

მორჩილი შვილები ტოქსიკური მშობლების წინააღმდეგ

ჯანსაღ ოჯახებში მშობლები შვილებს ეხმარებიან ახალი ცხოვრების მოწყობაში, ტოქსიკურ მშობლებს არასდროს სურთ შვილების გაშვება, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სახლი, ფული და საკვები მათ ეკუთვნით. ასეთ შემთხვევებში ბავშვების ნებისმიერი ვარიანტი ან წინააღმდეგობა იგნორირებულია.
რა სურთ სინამდვილეში ასეთ მშობლებს? მათ სურთ, მორჩილი შვილები მუდამ გვერდით იყვნენ!

გახსოვდეთ, როგორ ოჯახშიც არ უნდა ცხოვრობდეთ, გაქვთ უფლება:

იცხოვროთ საკუთარ სახლში და გქონდეთ თქვენი წესები
არ მიიღოთ მონაწილეობა ოჯახურ პრობლემებში
დაიცვათ პირადი საზღვრები, მიიღოთ საკუთარი გამოცდილება და უგულებელყოთ მშობლები, როდესაც ისინი ამბობენ: „მე უკეთ ვიცი“.
მართოთ თქვენი რესურსები: ფული, დრო და ძალისხმევა
დააყენოთ პირადი ინტერესები მშობლების ინტერესებზე მაღლა
უნდა გვახსოვდეს: ეს წესები ორივე მხარესთვის აქტუალურია. ბავშვებმა არ უნდა გამორიცხონ მშობლები თავიანთი ცხოვრებიდან, მაგრამ მათი დახმარება თავისთავად არ უნდა მიიჩნიონ.