მიზეზებს, რის გამოც მამაკაცებს ქალები უყვარდებათ, შესაძლოა, არაფერი ჰქონდეს საერთო ქალის გარეგნობის ისეთ მახასიათებლებთან, როგორიც არის მკერდის ზომა, ლამაზი ტუჩები და სხვა ყველა სტანდარტული აზრი, რის გამოც, ფიქრობენ, რომ კაცებს ქალები უყვარდებათ. რა თქმა უნდა, არ უარვყოფთ, რომ ქალის გარეგნობა პირველია, რაც ყურადღებას იქცევს, თუმცა, საბოლოოდ, ეს მხარე ბოლო ხარისხოვანი თუ არა, უკანა რიგებზე ხვდება, რადგან, როგორც ამბობენ, მამაკაცისთვის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობს, რაც ის თვისებებია, რომლებსაც ქალი ავლენს.
TREND. გთავაზობთ იმ თვისებათა ჩამონათვალს, რაც მამაკაცებს ქალებში აღაფრთოვანებს. მიჰყევით ჩვენს სიას და აღმოაჩინეთ საკუთარ თავში შემდეგი თვისებები:
1. კარგი მსმენელი
არგუმენტის, "ხომ გეუბნებოდის" ნაცვლად მამაკაცებს გვერდით სჭირდებათ ისეთი ქალი, რომელიც მათ ნებისმიერ სიტუაციაში მოუსმენს და ისეთ კომენტარებს გააკეთებს, რაც მამაკაცთა დამშვიდებას შეუწყობს ხელს. მათ სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ როცა საუბარს დააპირებენ, თქვენ აუცილებლად იქნებით მის გვერდით, მოუსმენთ და დაანახებთ, რომ ღელავთ.
2. მოულოდნელობების ინიციატორი
კაცს ისევე, როგორც ქალს, ბეზრდება და ღლის მოსაწყენი, ერთფეროვანი ურთიერთობები. ამიტომ, ხშირად ურთიერთობებს ისეთ ქალებთან იწყებენ, რომლებიც მხიარულებითა და თავქარიანობით გამოირჩევიან. მამაკაცებს მოსწონთ თქვენი მოულოდნელი იდეები, სიურპრიზები, "პეპლები". ამიტომ, ეცადეთ, არ იყოთ მოსაწყენი, გაამრავალფეროვნეთ თქვენი ურთიერთობები სხვადასხვა იდეით და შეჰმატეთ მათ მეტი მხიარულება.
3. კარგი მზარეული
მოგვწონს ეს თუ არა, საბოლოოდ მამაკაცის გული ნამდვილად კუჭზე გადის და მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ქალის უნარებს შორის, შეეძლოს კარგი და ნოყიერი სადილის მომზადება!
4. გულრწფელი
მამაკაცები აფასებენ ქალის გულრწფელობას და გახსნილობას. მათ მოსწონთ, როცა ქალს შესწევს უნარი, მოურიდებლად და დაუფარავად ისაუბრონ საკითხებზე, რაც მათ ეხებათ. ქალის გულრწფელობა მათთვის ქალის თავდაჯერებულობასთან ასოცირდება, რაც მამაკაცისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად სასურველი თვისებაა, რომელიც მის საყავრელ ქალს უნდა გააჩნდეს.
5. ცივილური
მამაკაცები განსაკუთრებით ვერ იტანენ სიტუაციებს, რომლებიც კონფლიქტურია. ისინი აფასებენ საკითხების მიმართ დიპლომატიურ მიდგომას და განსაკუთრებით აფასებენ მშვიდად დაძლეულ პრობლმებს. ამაში კი დამეთანხმებით, ქალის როლი საკმაოდ დიდია. მათ მოსწონთ, როცა თითოეული საკითხი, რაც ურთიერთიერთობაში პრობლემად მიიჩნევა, მშვიდად და ცივილურად გვარდება. ყოველთვის ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ცივილურად მოაგვაროთ ურთიერთობაში არსებული პრობლემები!
6. ყურადღებიანი
ეს თვისება, განურჩევლად სქესისა, ყველას მოგვწონს. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები ხშირად თავს გვაჩვენებენ გულგრილ, უყურადღებო ადამიანებად, ყველაზე მეტად სწორედ მათ უყვართ ყურადღება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყურადღება ადმაიანის შეწუხებას არ ნიშნავს. იყავით ყურადღებიანი, მზრუნველები, თუმცა, ეცადეთ, არასოდეს გახვიდეთ ოქროს შუალედს მიღმა.
7. საკუთარ თავზე ორიენტირებული
რაც არ უნდა მოსწონდეს მამაკაცს თქვენ მიერ გამოხატული ყურადღება მის მიმართ, მათთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესია, აფასებდეთ და პატივს სცემდეთ საკუთარ თავს. მათ მოსწონთ, როდესაც ქალი საკუთარ თავზე, მომავალსა და მიზნებზეა ორიენტირებული, იცის რა სურს და მაქსიმალურ ძალისხმევას ხარჯავს მის მისაღწევას. აუცილებლად დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და ყოველთვის პირველ ადგილას გეყენოთ იგი!
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ბედნიერი წყვილი, ქალები, რჩევები
allwomenstalk.com