LIFE

5 მიზეზი თუ რატომაა Glovo თბილისის საყვარელი აპლიკაცია

5 მიზეზი თუ რატომაა Glovo თბილისის საყვარელი აპლიკაცია

თბილისი სწრაფად მოძრაობს და ჩვენც მის ტემპს ვყვებით. იქნება ეს შუაღამეს მონატრებული კერძები, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ გამოძახებული გემრიელობები თუ მოულოდნელად მოსული სტუმრები - Glovo უკვე ათასობით თბილისელის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

 

სისწრაფე, რომელიც ქალაქის რიტმს შეესაბამება

თბილისში ცხოვრება არასოდეს ჩერდება და Glovo-ც ყოველთვის მზად მიჰყვეს მის  ტემპს. საყვარელი კერძები, პროდუქტები თუ აუცილებელი ნივთები სწორედ მაშინ ჩნდება შენთან, როცა გჭირდება.

შეუზღუდავი მრავალფეროვნება

საერთაშორისო ფავორიტი ფასტფუდიდან დაწყებული, ავთენტური ქართული კერძებით დასრულებული, Glovo აერთიანებს თბილისის ყველაზე დიდ არჩევანს. ბურგერი, სუში, ხინკალი თუ პიცა - ყველაფერს მხოლოდ თითის ერთი დაჭერა გაშორებს.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები

Glovo აერთიანებს საუკეთესო ადგილობრივ თუ ცნობილ ბრენდებს - აქ შეგიძლია შეუკვეთო ნამცხვარი უბნის საყვარელი კაფედან  და პარალელურად აღმოაჩინო მსოფლიოში ცნობილი ბრენდები.

24/7 ხელმისაწვდომობა

ვთანხმდებით, რომ სურვილები გრაფიკს არ ემორჩილება. Glovo-ს დახმარებით შეგიძლია შეუკვეთო ნებისმიერ დროს - ღამის ხინკალი თუ დილის ყავა. თბილისი მუდამ ფხიზლობს და მასთან ერთად არ სძინავს არც Glovo-ს.

ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები

სპეციალური ფასდაკლებები, პარტნიორობები, აქციები თუ სეზონური კამპანიები Glovo-ს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. აქ ყოველდღე გელოდება ახალი შესაძლებლობა უფრო მეტად ისიამოვნო შეკვეთით.

ეს მხოლოდ ჩვენი 5 მარტივი მიზეზია. და რა არის შენი მიზეზი, რატომ არის Glovo შენი საყვარელი აპლიკაცია?