ჯანმრთელობა

რისთვის გამოიყენება მცენარეული პრეპარატი ლაიფენი?

რისთვის გამოიყენება მცენარეული პრეპარატი ლაიფენი?

ბრიტანული წარმოების მცენარეული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი - ლაიფენი (LIFEN) დამზადებულია ფრანგული ზღვისპირა ფიჭვის ქერქის ექსტრაქტისგან, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ გამოიყენოთ.

ზღვისპირა ფიჭვი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, გააძლიეროს იმუნური სისტემა, შეამციროს შეშუპება, თავიდან აგაცილოთ ინფექციები.

რისთვის შეიძლება იყოს ეფექტიანი ზღვისპირა ფიჭვი?

ასთმა. ზღვისპირა ფიჭვის ქერქის სპეციფიკური ექსტრაქტის ყოველდღიურად პერორალურად მიღება, ასთმის სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორც ჩანს, ამცირებს ასთმის სიმპტომებს და ამ სამედიცინო მდგომარეობის მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში სამაშველო ინჰალატორების საჭიროებას.

გაითვალისწინეთ, რომ საზღვაო ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ასთმის მედიკამენტის ნაცვლად.

სისხლის ცუდი ცირკულაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება (ქრონიკული ვენური უკმარისობა). ლაიფენის პერორალურად მიღება, როგორც ჩანს, ამცირებს ფეხის ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას, ისევე როგორც შეშუპებას სისხლის მიმოქცევის პრობლემების მქონე ადამიანებში.

ოსტეოართრიტი. საზღვაო ფიჭვის ქერქის სპეციფიკური ექსტრაქტის მიღებამ შესაძლოა გააუმჯობესოს მუხლის ოსტეოართროზის გარკვეული სიმპტომები. მან ასევე შეიძლება შეამციროს ტკივილგამაყუჩებლების საჭიროება ზოგიერთ პაციენტში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ლაიფენი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები;

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

  • დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტის გართულება, რომელიც თვალს აზიანებს);

  • მენიერის დაავადება (შიდა ყურის პათოლოგია, რომელიც ძლიერი თავბრუსხვევის ეპიზოდებს იწვევს).

  • პრემენსტრუალური ტკივილი;

  • დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია);

  • ენდომეტრიოზი (დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება);

არსებობს ინტერესი საზღვაო ფიჭვის ქერქის სხვა მიზნებისთვის გამოყენების შესახებაც, მაგრამ არ არის საკმარისი სანდო ინფორმაცია იმის სათქმელად, თუ რამდენად ეფექტიანია ის სხვა შემთხვევებში.

როგორია გვერდითი ეფექტები?

ამჟამად, მცირე მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რომ ლაიფენს აქვს რაიმე მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეები ან გვერდითი მოვლენები ზოგად პოპულაციაში. როგორც წესი, მას ადამიანის ორგანიზმი კარგად ითვისებს. ასე რომ, ლაიფენი უსაფრთხოდ ითვლება რეკომენდებული რაოდენობით გამოყენებისას.

თუმცა, მედიკამენტის ანოტაციის თანახმად, ის არ უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომლებსაც მის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა აქვთ.

გარდა ამისა, ორსულობისა და ლაქტაციის დროს ლაიფენის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი იმუნოსუპრესანტი (მედიკამენტი, რომელიც თრგუნავს ორგანიზმის იმუნურ პასუხებს), ასევე სისხლის შედედებისა და დიაბეტის მედიკამენტი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს ფიჭვის ქერქის ექსტრაქტთან. \

ამიტომ, ლაიფენის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ აღგენიშნებათ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა ან სხვა მედიკამენტებსაც მოიხმართ.