სილამაზე, როგორც წყევლა: რატომ მალავდნენ მშობლები პატარა მონიკა ბელუჩის და რას უპირებდნენ მას თანაკლასელები
- 08.01.2026
ყოველ წელს მსოფლიო ირჩევს ყველაზე სექსუალურ ქალებს, მაგრამ მონიკა ბელუჩი მარადიული კლასიკაა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ის სილამაზე, რომლითაც დღეს მსოფლიო აღფრთოვანებულია, ბავშვობაში მისი უდიდესი ტანჯვის მიზეზი გახდა. მონიკასთვის გარეგნობა ერთდროულად იყო საჩუქარიც და სასჯელიც.
„მალენა“ ეკრანს მიღმა: რეალური დევნა
ფილმში „მალენა“ მონიკა ბელუჩი არ თამაშობდა – ის საკუთარ ცხოვრებას აცოცხლებდა. როდესაც ის 12 წლის გახდა, მისმა სილამაზემ გარშემომყოფებში აგრესია გამოიწვია.

თანაკლასელი გოგონები დასცინოდნენ და სცემდნენ, უცხო მამაკაცები კი ქუჩაში უხამს წინადადებებს სთავაზობდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მომავალი ვარსკვლავი სკოლის შემდეგ გარეთ გასვლას თითქმის ვეღარ ბედავდა.
მეზობლები მონიკას ზურგს უკან „ეშმაკის შვილს“ ეძახდნენ. მისი გრძელი წამწამებისა და ხვეული თმის გამო შურიანები მასში „ბნელ ძალას“ ხედავდნენ. სწორედ ამიტომ, პარიზში გადასვლამდე მონიკა თავის ბუნებრივ კულულებს საგულდაგულოდ მალავდა.

სასტიკი შემთხვევა სკოლაში: მონეტა და ცეცხლი
მონიკას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ეპიზოდი მეშვიდე კლასში მოხდა. ექსკურსიის დროს, როცა მასწავლებლები ოთახიდან გავიდნენ, თანაკლასელებმა გადაწყვიტეს, მონიკასთვის სახე დაემახინჯებინათ. მათ ღუმელში მონეტა გაახურეს და აპირებდნენ, გოგონასთვის სახეზე დაეწვათ, რათა მასზე კვალი სამუდამოდ დარჩენილიყო. საბედნიეროდ, მასწავლებლები ყვირილზე დროულად შევიდნენ და მონიკა გადაარჩინეს.

„კაცებისთვის ობიექტი ვიყავი, ქალებისთვის – მეძავი“
მონიკას მშობლები იხსენებენ, რომ ნებისმიერ კაფეში ოფიციანტები მას უფასოდ უმასპინძლდებოდნენ, ოღონდ მათთან დარჩენილიყო, უცხო მამაკაცები კი ქუჩაში მილიონებს სთავაზობდნენ, თუ მათთან ერთად საზღვარგარეთ წავიდოდა.

თავად მონიკა კი იხსენებდა: „ჩემს ირგვლივ ყველა მამაკაცი მხოლოდ სექსუალურ ობიექტს ხედავდა. ეს რთული იყო მოზარდი გოგოსთვის, რომელსაც არავისი ნდობა არ შეეძლო – არც მასწავლებლების, არც მეზობლების და არც გამვლელების. ჩემთვის გამოვიტანე მწარე დასკვნა: კაცებისთვის ობიექტი ვიყავი, ქალებისთვის კი – მეძავი“.

დედის დარიგება, რომელმაც ის გადაარჩინა
მონიკას დედა, რომელიც მანამდე უშვილობას ებრძოდა, ქალიშვილს ზეციურ საჩუქრად მიიჩნევდა. ის ასწავლიდა: „უნდა იყო ნაზი, როგორც მადონა და ძლიერი, როგორც ანგელოზი, რომელიც დემონებს ებრძვის“. სწორედ ამ შინაგანმა ძალამ და დედის მხარდაჭერამ გადაატანინა მას ბავშვობის ჯოჯოხეთი.
თემები: მონიკა ბელუჩი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია