LIFE

ნუ იდარდებთ, თუ მოდელის გარეგნობა არ გაქვთ - მეცნიერული გზა იმისთვის რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველად აქციოთ

ნუ იდარდებთ, თუ მოდელის გარეგნობა არ გაქვთ - მეცნიერული გზა იმისთვის რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველად აქციოთ

ჩვენ გვიზიდავენ ადამიანები, რომლებსაც აღვიქვამთ ლამაზებად, აქვთ სიმეტრიული ნაკვთები, ან დიდი, ლამაზი თვალები.

ნუ იდარდებთ, თუ მოდელის გარეგნობა და აღნაგობა არ გაქვთ, საბედნიეროდ, არსებობს გზები, რომ მიუხედავად გარეგნობისა, მიმზიდველი და სექსუალური იყოთ.

1. უფრო მეტი ღიმილი - ღიმილი ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის. ეს მის პოზიტიურ განწყობაზე და მხიარულ ხასიათზე მიუთითებს. ბრიტანელი მკვლევარები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, გქონდეთ ჯანსაღი, მოვლილი და მწყობრი კბილები. შეუძლებელია, ასეთ დროს თქვენი ღიმილი შეუმჩნეველი დარჩეს.

ნუ იდარდებთ, თუ მოდელის გარეგნობა არ გაქვთ - მეცნიერული გზა იმისთვის რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველად აქციოთ

2. ატარეთ წითელი სამოსი - წითელი არის გულის, ვარდების და სიყვარულის ფერი. „წითლის ეფექტი“ ადამიანს საპირისპირო სქესში უფრო მიმზიდველს ხდის. როჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - ისინი აკვირდებოდნენ ქალების რეაქციას სხვადასხვა ფერის მქონე მაისურში გამოწყობილი ერთი და იგივე მამაკაცის ფოტოების თვალიერებისას. მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს მამაკაცებშიც. ორივე შემთხვევაში, მამაკაცებმაც და ქალებმაც აღფრთოვანება ვერ დამალეს, როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი წითელ სამოსში გამოწყობილი დაინახეს.

ნუ იდარდებთ, თუ მოდელის გარეგნობა არ გაქვთ - მეცნიერული გზა იმისთვის რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველად აქციოთ

3. შეიცვალეთ ხმის ტემრი, საუბრის მანერა - საუბრის მანერა განსაზღვრავს ადამიანის მიმზიდველობას. მკვლევარები ამბობენ, რომ ქალები, რომლებსაც ხმის მაღალი ტემბრი აქვთ უფრო მიმზიდველები არიან. მამაკაცი კი, მაშინაა მიმზიდველი, როცა მას დაბალი ხმა აქვს, რომელსაც შეუძლია გულს შეეხოს. ხმის ასეთი ტემრი მიუთითებს, რომ მამაკაცი აგრესიული არაა.

ნუ იდარდებთ, თუ მოდელის გარეგნობა არ გაქვთ - მეცნიერული გზა იმისთვის რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველად აქციოთ

4. იმუშავეთ იუმორის გრძნობის განსავითარებლად - მამაკაცებსაც და ქალებსაც სურთ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებსა და ქალებს იუმორი სხვადასხვაგვარად ესმით. ქალებს მოსწონთ მამაკაცები, რომლებიც მათ აცინებენ, მამაკაცებს კი მოსწონთ ქალები, რომლებსაც მათ ხუმრობაზე ეცინებათ. დახვეწილი იუმორი ხაზს უსვამს ადამიანის ინტელექტს და მის კომუნიკაბლურობაზე მეტყველებს.

ნუ იდარდებთ, თუ მოდელის გარეგნობა არ გაქვთ - მეცნიერული გზა იმისთვის რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველად აქციოთ

5. გახსოვდეთ, ბევრი ადამიანის გარემოცვაში რთულია მიიპყროთ ყურადღება - როცა ადამიანთა ვიწრო წრეში ხართ, თქვენუფრო მიმზიდველად გამოიყურებით და სხვებისთვის მარტივად აღსაქმელი ხართ. ხალხმრავალ ადგილებში ადამიანის ტვინი სახეებს ერთნაირად აღიქვამს, თქვენ ამ დრო უბრალოდ იკარგებით. თუ ვინმეს მოხიბვლა გსურთ, ეცადეთ მასხალხმრავლობაში არ შეხვდეთ.

ნუ იდარდებთ, თუ მოდელის გარეგნობა არ გაქვთ - მეცნიერული გზა იმისთვის რომ საკუთარი თავი უფრო მიმზიდველად აქციოთ



<a href="http://www.businessinsider.com/">http://www.businessinsider.com/</a>