LIFE

კეიტლინ ჯენერმა ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ურთიერთობაზე პირველი კომენტარი გააკეთა: „ის კარგი ბიჭია“

კეიტლინ ჯენერმა ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ურთიერთობაზე პირველი კომენტარი გააკეთა: „ის კარგი ბიჭია“

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და განხილვადი წყვილი, კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე, ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს, ამჯერად კომენტარი კაილის მამამ, კეიტლინ ჯენერმა გააკეთა.

მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს“ ლოს-ანჯელესის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ოლიმპიურმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ტიმოთით მოხიბლულია: „ის კარგი ბიჭია და რაც მთავარია, კაილის ძალიან კარგად ეპყრობა. კაილი ბედნიერია და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“. კეიტლინმა შალამეს „ფენომენალური მსახიობიც“ უწოდა.



დაჯილდოებების სეზონი ტიმოთი შალამესთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. „Critics Choice Movie Awards“-ზე გამოსვლისას მსახიობმა კაილის საჯაროდ გადაუხადა მადლობა: „მადლობა ჩემს პარტნიორს, რომელთანაც უკვე სამი წელია ერთად ვარ. მიყვარხარ, შენ გარეშე ამას ვერ შევძლებდი“.

ერთი კვირის შემდეგ კი, „ოქროს გლობუსზე“, ტიმოთიმ კვლავ სიყვარულით მიმართა საყვარელ ქალს, რაზეც დარბაზში მყოფმა კაილიმ ტუჩების მოძრაობით უპასუხა: „მეც მიყვარხარ“.

კარიერა vs პირადი ცხოვრება

როგორც წყაროები იტყობინებიან, წყვილისთვის ბოლო თვეები საკმაოდ რთული იყო გადატვირთული გრაფიკის გამო. სანამ ტიმოთი სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებებით იყო დაკავებული, კაილი მას ბუდაპეშტშიც კი აკითხავდა.



„ორივე ძალიან ამბიციურია და ფოკუსირებულია კარიერაზე. კაილი უზარმაზარ ბიზნესს მართავს და შვილებს ზრდის, ტიმოთი კი ცდილობს თავის საქმეში საუკეთესო იყოს. მიუხედავად ამისა, ისინი ახერხებენ, რომ კარიერა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს იდეალურად შეუთავსონ“, - აცხადებს ინსაიდერი.