LIFE

ვიქტორია ბექჰემი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ბრუკლინის სკანდალური აღიარების შემდეგ: დრამა „იდეალურ“ ოჯახში

ვიქტორია ბექჰემი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ბრუკლინის სკანდალური აღიარების შემდეგ: დრამა „იდეალურ“ ოჯახში

ბექჰემების ოჯახის გარშემო ატეხილი ხმაური არ ცხრება. მას შემდეგ, რაც უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინ ბექჰემმა, საჯაროდ დაადანაშაულა მშობლები „ყალბი იმიჯის“ შექმნასა და ტოტალურ კონტროლში, ვიქტორია ბექჰემი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში.

დიზაინერმა და ყოფილმა „პოშ სპაისმა“ პაუზა მეგობრისა და Spice Girls-ის კოლეგის, ემა ბანტონის იუბილეს გამო დაარღვია.

Spice Girls-ის გაერთიანება სკანდალის ფონზე

51 წლის ვიქტორია ბექჰემმა სოციალურ ქსელში ემოციური ფოტოები გააზიარა. ემა ბანტონის 50 წლის იუბილეზე ჯგუფის ოთხი წევრი შეიკრიბა: ვიქტორია, მელანი სი, ჯერი ჰოლიუელი და თავად იუბილარი.

„დაბადების დღეს გილოცავ, ყველაზე მშვენიერო სულო, ემა ბანტონ. ძალიან მიყვარხართ, გოგოებო“, - ასე მიულოცა ვიქტორიამ მეგობარს, რომელთანაც 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

ვიქტორია, როგორც ყოველთვის, ელეგანტურად გამოიყურებოდა და არჩევანი კლასიკურ შავ შარვალ-კოსტიუმზე შეაჩერა. მიუხედავად სადღესასწაულო განწყობისა, გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ ვარსკვლავი ბოლო დროინდელი სტრესისგან ოდნავ დაღლილი ჩანს.

რა ხდება ბექჰემების ოჯახში?

შეგახსენებთ, რომ ბექჰემების ოჯახურ იდილიას ბზარი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 26 წლის ბრუკლინმა მშობლებთან ურთიერთობა თითქმის ერთი წლით გაწყვიტა. ერთი კვირის წინ კი მან დუმილი დაარღვია და სენსაციური განცხადებები გააკეთა:

  • ბრუკლინის თქმით, მშობლებს მხოლოდ „მტკიცე ოჯახის“ იმიჯი ადარდებთ, რეალურად კი ის ბავშვობიდან მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

  • მან დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ მისი ოჯახი ვერ იტანს მის მეუღლეს, მილიარდერ ნიკოლა პელტცს.

  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრუკლინი, პრინცი ჰარის მსგავსად, სკანდალური მემუარების დაწერას გეგმავს.

სიმართლე თუ მანიპულაცია?

ბრუკლინის სიტყვებს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. ნიკოლას ყოფილმა სტილისტმა უარყო ბრუკლინის ნათქვამი, თითქოს ვიქტორიამ რძალს საქორწილო კაბის შეკერვაზე უარი უთხრა. სინამდვილეში, Valentino-ს კაბაზე მუშაობა ერთი წელი მიმდინარეობდა.



გარდა ამისა, ნიკოლა პელტცის მისამართით კრიტიკა არ წყდება: მისმა ყოფილმა სტილისტმა მას „მონსტრი“ უწოდა, ხოლო სოციალურ ქსელებში იხსენებენ მის ურთიერთობას ანვარ ჰადიდთან, რომელიც ასევე „დააშორა“ ოჯახს.