რაზე მეტყველებს ადამიანთა ჩაცმულობა და აქვს თუ არა სტილს გავლენა ქცევაზე
- 02.03.2017
თუ ამაზე აქამდე არ გიფიქრიათ, გირჩევთ, დაფიქრდეთ! მოდის სამყაროს გურუები და ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ჩაცმულობა დიდი გავლენას ახდენს მის ქცევაზე, აზროვნებაზე, მეტყველებასა და კომუნიკაციის სხვა ფორმებზე. ადამიანები, რომლებიც ძირითადად, ფორმალურად იცვამენ, სხვებთან შედარებით აბსტრაქტულად და მაღალფარდოვნადაც საუბრობენ, თუმცა, ეს არ უკავშირდება მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და ასევე არ ითვალისწინებს ამ უკანასკნელთა ხაზგასმას.
ფორმალურად ჩაცმული ადამიანი "კარი ჩავკეტეს" ნაცვლად აუცილებლად იტყვის, რომ უზრუნველყო სახლის დაცულობა ან უსაფრთხოება. ამისგან განსხვავებით, არაოფიციალურად, თავისუფლად ჩაცმული ადამიანები გრძნობენ, გამოხატავენ, მეტყველებენ და იქცევიან მარტივად და უბრალოდ. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ფორმალური საუბრისა და მეტყველების ფორმა, ხაზს უსვამს სოციალური დისტანციის არსებობას, ანუ იმას, თუ რამდენად ახლობელია და უშუალოა ვიღაც. როგორც ირკვევა, საუბრისა და ჩაცმულობის ეს ფორმა, აქცენტს იმაზე აკეთებს, თუ რამდენად აქვს ადამიანს ღირსებისა და ძალაუფლების განცდა, რამდენად კომპეტენტურია და შეუძლია თუ არა აბსტრაქტულად, რთული ფორმით აზროვნება!
მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის ოფიციალური იმიჯი, აჩენს დისტანციას და შეუძლებელი ხდება ფამილარულობა. ამის ნაცვალად, მათგან ყოველთვის იგრძნობა ძალაუფლების არსებობა, რასაც ვერ ვიტყვით ყოველდღიურ სტილში ჩაცმულ ადამიანზე.
ეს შეიძლება იყოს იმაზე პასუხი, თუ რატომ აცვია, სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს მარკ ცუკემბერგს ყოველთვის ყოველდღიურ სტილში. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ცდილობს დაარღვიოს ეს სტერეოტიპი და გახადოს კომუნიკაცია ისეთივე ფამილარული, როგორც მისი სპორტული მაისურები და ჯინსებია. ნათქვამია, "როცა საქმე ეხება მოდას, გამოხატვის ფორმა ხაზს უსვამს ფუნქციას!"
ტიმოტი მაქკენზი, იგივე ტიმ განი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდის კონსულტანტად ითვლება, აღნიშნავს, რომ ჩაცმულობა ერთგვარი თავდაცვის მექანიზმად იქცა. ხოლო, ბილ ქანინგემის, ცნობილი მოდის ფოტოგრაფის სიტყვებით რომ ვთქვათ, "მოდა და ჩაცმის სტილი, არის ჯავშანჟილეტი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადარჩენის გზა ვიპოვოთ."
და მართლაც, ჩაცმულობა ბევრ რამეს ფარავს, სიშიშვლითა და შფოთვით დაწყებული. ჩაცმულობა ქვეცნობიერ გავლენას ახდენს იმაზე, როგორ აღიქვამენ ადამიანები ერთმანეთს. შესაბამისად, გამოდის, რომ ჩაცმულობა არის ერთგვარი ვარჯიში ყოველდღიურ სემიოტიკაში.
ამიტომაც, ყურადღება მიაქციეთ, როგორ გამოხატავთ საკუთარ თავს ამ გზით, რა არის თქვენი თვითგამოხატვის მიზანი და იყავით კომფორტულად როგორც სამოსში, ასევე საკუთარ ქცევებსა და კომუნიკაციის ფორმებში. როგორც ტიმ განი ამბობს, "გახადეთ თქვენი გარეგნობა ეფექტური!"
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, სად რა ჩავიცვა, მოდა, სექსუალური ქალი, ქალები, ყოველდღიური ჩაცმულობა
harpersbazaar.com
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია