Wizz Air გეგმავს სისტემურ განახლებას: ციფრულ პლატფორმებზე წვდომა დროებით შეიზღუდება
- 23.02.2026
Wizz Air დროებით შეაჩერებს წვდომას დაჯავშნისა და მომხმარებელთა ციფრული მომსახურების პლატფორმებზე. შეფერხების მიზეზი ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი სისტემური განახლებაა. განახლება მიზნად ისახავს საიმედოობის, სტაბილურობისა და მომხმარებელთა საერთო გამოცდილების გაუმჯობესებას.
სისტემური განახლება დაგეგმილია 26 თებერვალს, საქართველოს დროით 02:00 საათიდან 11:00 საათამდე.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მომხმარებლებს არ ექნებათ წვდომა რამდენიმე ციფრულ სერვისზე:
-
ახალი ფრენების დაჯავშნა;
-
არსებული ჯავშნის ცვლილება;
-
ონლაინ რეგისტრაცია (check-in);
-
Wizz Air-ის მობილური აპლიკაციის დაჯავშნის ფუნქციები;
-
ვაუჩერების გამოყენება და ანგარიშთან დაკავშირებული სერვისები.
ყველა რეისი შესრულდება დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, ხოლო მგზავრები, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია ან ჩამოტვირთეს ჩასხდომის ბარათი, შეფერხებას არ იგრძნობენ.
სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი:
„ჩვენ მიზანი მომხმარებლებისთვის შეუფერხებელი და საიმედო მომსახურების მიწოდებაა. აღნიშნული განახლება კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს სისტემებს და ხელს შეუწყობს ციფრულ პლატფორმებზე შემდგომ გაუმჯობესებებს. მადლობას ვუხდით მომხმარებლებს ნდობისთვის, დაგეგმილი სამუშაოები ემსახურება მათთვის უკეთესი სამგზავრო გამოცდილების უზრუნველყოფას.”

Wizz Air-ის რეკომენდაციაა, რომ მგზავრებმა წინასწარ, ტექნიკური შეფერხების დაწყებამდე, გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია და ჩამოტვირთონ ჩასხდომის ბარათი.
საჭიროების შემთხვევაში, შეფერხების პერიოდში აეროპორტში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება უფასოდ.
ავიაკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ყველა სერვისი სრულად აღდგება.
დროის გასაყვანად ტექნიკური შეფერხების პერიოდში, Wizz Air-ის გუნდმა სპეციალური ფლეილისტი მოამზადა. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა მუსიკალური ტრეკი, რომლებიც შერჩეულია იმისთვის, რომ მოლოდინი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდეს და სხვადასხვა გემოვნებას მოერგოს. ფლეილისტი ხელმისაწვდომია Spotify-ზე შემდეგ ბმულზე.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს.
Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. ავიაკომპანია airlineratings.com-ის მიერ დასახელებულია მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის, ხოლო Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულია „წლის ავიაკომპანიად” 2019 და 2023 წლებში.
ამასთან, კომპანია World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში 2021–2025 წლებში დასახელდა, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია”, ხოლო 2025 წელს ავიაციის ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მიერ წარმოდგენილ ძირითად ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში ლიდერობდა ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის წყალობით.