ჯონ კენედი უმცროსის ეჭვიანობა და ფარული აბორტი: კაროლინ ბესეტის საბედისწერო სიყვარულის სამკუთხედი
- 06.03.2026
კაროლინ ბესეტი ყოველთვის იზიდავდა ძალაუფლების მქონე და ქარიზმატულ მამაკაცებს. სანამ ის ამერიკის „პრინცის“, ჯონ კენედი უმცროსის მეუღლე გახდებოდა, მის ცხოვრებაში არაერთი გავლენიანი მამაკაცი ფიგურირებდა: ბენეტონის მოდის იმპერიის მემკვიდრე ალესანდრო ბენეტონი, ნიუ-იორკული ღამის ცხოვრების მეფე უილ რეგანი და მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვნება - „კალვინ კლაინის“ მოდელი მაიკლ ბერგინი.

მამაკაცი, რომელიც ჯონ კენედის კონკურენციას უწევდა
მიუხედავად იმისა, რომ კენედი 1988 წელს ჟურნალმა People-მა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ დაასახელა, მაიკლ ბერგინი მისთვის სერიოზული კონკურენტი აღმოჩნდა. კაროლინის მეგობრების თქმით, ბერგინი „სუნთქვისშემკვრელად ლამაზი“ იყო. წყვილმა ერთმანეთი 90-იანებში, „კალვინ კლაინში“ მუშაობისას გაიცნო.

ამბობენ, რომ კაროლინი მაიკლს ჯონის საეჭვიანებლად იყენებდა, თუმცა მათ შორის ქიმია იმდენად ძლიერი იყო, რომ ურთიერთობა კენედისთან ქორწინების შემდეგაც არ შეწყვეტილა.
სკანდალური აღიარება: ორსულობა და აბორტი
ყველაზე შოკისმომგვრელი დეტალები მაიკლ ბერგინმა თავის 2004 წლის მემუარებში, „სხვა მამაკაცი: სიყვარულის ისტორია“, გააჟღერა. მისი მტკიცებით, 1993 წლის ოქტომბერში კაროლინმა მას უთხრა, რომ ორსულად იყო და ბავშვი მაიკლისგან ეყოლებოდა. მიუხედავად ბერგინის სურვილისა, ბავშვი ერთად გაეზარდათ, კაროლინმა აბორტი გაიკეთა.

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ კი, მაიკლმა გაზეთების გარეკანზე იხილა ფოტოები, სადაც კაროლინი და ჯონ კენედი უმცროსი ნიუ-იორკის მარათონს ერთად ადევნებდნენ თვალს - ისინი შერიგდნენ.
„მე ნიუ-იორკში გადავალ და მას შეხვდები“
საინტერესოა, რომ კაროლინს კენედის ცოლობა ჯერ კიდევ 1988 წელს, ბოსტონში სწავლისას ჰქონდა დაგეგმილი. „მე ნიუ-იორკში გადავალ და მას შეხვდები“, - ეუბნებოდა ის მეგობრებს.

მიუხედავად ამისა, მათი ურთიერთობა იდეალური არ ყოფილა. ბერგინი იხსენებს კაროლინის ფეთქებად ხასიათსაც - ერთხელ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქალმა მას სახეზე ფრჩხილებით სისხლიანი კვალი დაუტოვა.
საბედისწერო არჩევანი
კაროლინი ორ ცეცხლს შუა იყო: მას უყვარდა თავისუფალი ცხოვრება ბერგინთან, მაგრამ ამავდროულად სურდა კენედების ოჯახის ნაწილი გამხდარიყო.
„მაიკლი განსაკუთრებული იყო, მაგრამ ის მაინც არ იყო ჯონი. კაროლინს საბოლოოდ მაინც ჯონზე გათხოვება უნდოდა“, — აცხადებს წყარო.
კაროლინი და ჯონი 1996 წელს დაქორწინდნენ. სამი წლის შემდეგ კი, მათ სიყვარულს წერტილი ტრაგიკულმა ავიაკატასტროფამ დაუსვა, რომელსაც ორივე შეეწირა.
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია
