სილამაზე

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

აღმოსავლური მედიცინის თანახმად, ჩვენი ჯანმრთელობა და ცხოვრების სტილი ჩვენს სახეზე აირეკლება. სახე ყოველთვის გვეუბნება იმას თუ ჯანმრთელობის რა პრობლემები გვაქვს, ან რომელი ვიტამინი გვაკლია.

ის მესიჯს გადმოგვცემს, მთავარია, დროულად დავინახოთ და შევამჩნიოთ ის.

1. თხელი და გამხდარი სახე - თქვენ ალბათ არ ვარჯიშობთ და არაჯანსარად იკვებებით. ვარჯიშის დროს კანი იღებს საჭირო ჟანგბადს. მიირთვით ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი საკვები და თქვენი კანი იქნება ახალგაზრდა და გლუვი.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

2. შესიებული სახე - თუ სახე შესიებული გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ დროა, უარი თქვათ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ სტრესულ გარემოს თავი დააღწიოთ. იმისათვის, რომ თქვენი სახე იყოს ახალგაზრდა და ფაფუკი, უნდა ივარჯიშოთ რეგულარულად და თავი დაანებოთ ალკოჰოლსა და თამბაქოს.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

3. ნაოჭები - თუ გიყვართ გარუჯვა და მზის აბაზანების მიღება, უნდა იცოდეთ, რომ ეს პირველ რიგში იწვევს დანაოჭებას. მზე განსაკუთრებით აზიანებს თვალის გარშემო მიდამოს. მოუარეთ კანს და დაიცავით ის მზის სხივებისგან. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი მაშინაც კი, როცა ღრუბლიანი ამინდია.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

4. გამომშრალი კანი - არასწორი დიეტა არის მიზეზი იმისა რომ კანი შრება და ხდება სენსიტიური. მიიღეთ ბევრი ბოსტნეული და ვიტამინები.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

5. კანის სიწითლე - ბევრი ყავის დალევა აშრობს და აწითლებს კანს. ასევე კანი შრება მაშინ თუ თქვენ დღის განმავლობაში გძინავთ, ხოლო ღამე მუშაობთ. ამ დროს თქვენი კანი ვერ იღებს მზის სხივებისგან D ვიტამინს. შეამცირეთ კოფეინის მოხმარება. ჩაანაცვლეთ ყავა რაიმე სხვა სასმელით.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

6. ყვითელი კანი - თუ შეამჩნიეთ რომ სახის კანი ყვითელია, შესაძლოა გქონდეთ ღვიძლის პრობლემა, ან ანემია. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს სწრაფად გაესინჯოთ სპეციალისტს.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

7. ფერმკრთალი კანი - თუ თქვენი სახის კანი იმაზე ფერმკრთალია, ვიდრე ჩვეულებრივ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ორგანიზმში რკინის ნაკლებობაა. ამ შემთხვევაში გაზარდეთ იმ საკვების მოხმარება, რომელიც შეიცავს რკინას. მიირთვის ხორცი და პარკოსნები.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

8. სიშავე თვალებს ქვემოთ - თუ უძილობა გაწუხებთ, ან იცავთ არაჯანსაღ დიეტას, ასევე ხართ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებელი, ეს აუცილებლად აისახება სახეზე. გჭირდებათ ნორმალური ძილი (რვა საათი დღე-ღამეში) ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

9. აკნე - თუ თქვენი რაციონი მდიდარია ცხიმიანი და შაქრიანი საკვებით, ამან შეიძლება წარმოშვას აკნეს პრობლემა. ზოგჯერ ამაში „დამნაშავე“ჰორმონალური ბალანსის დარღვევაა.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ

10. ნაოჭები ტუჩების გარშემო - თუ გაქვთ ნაოჭები ტუჩების გარშემონიშნავს, რომ B ვიტამინი გაკლიათ. ასევე, როგორც წესი, ეს გამოწვეული C ვიტამინის ნაკლებობით.მიირთვით ბოსტნეული და ფორთოხალი და მსგავსი პრობლემა არასოდეს შეგაწუხებთ.

რას ამბობს სახე თქვენი ჯანმრთელობის შესახებ - 10 პრობლემა, რომელიც თქვენს სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>