გამარჯვების სიბრძნე - როგორ უნდა დაამარცხოთ ოპონენტი ჩხუბის გარეშე?
- 08.03.2017
სტრესული გარემო, თანამედროვე ცხოვრების რიტმი უმეტეს შემთხვევაში არღვევს ადამიანის ფსიქიკას. პრობლემების გადაჭრა და ოპონენტის „დამარცხება“ ჩხუბისა და ყვირილის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, თუმცა ეს ნამდვილად შესაძლებელია.
კამათი, ჩხუბი ერთგვარი ფსიქოლოგიური ბრძოლაა. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ როცა ვინმე საშინლად არის გაბრაზებული და გიყვირით, ვერაფერს გააგებინებთ მანამ, სანამ არ დამშვიდდება. ამიტომ ნუ აჰყვებით მის ყვირილს.
არ იჩხუბოთ - თუ ოპონენტის ჩხუბს აჰყვებით, ამან შეიძლება საშინელ შედეგამდე მიგიყვანოთ და თქვენი კონფლიქტი მოუგვარებლად აქციოს.
ისწავლეთ, როგორ მართოთ სხვები და უხელმძღვანელოთ მათ ტონის აწევის გარეშე
თუ ვინმე გიყვირით, ის ავლენს აფექტურ და ემოციურ ხასიათს. სასაცილოა, ასეთ დროს რამე აუხსნათ. ვერაფერს დაუმტკიცებთ, რადგან გონება „გამორთული“ აქვს. აუხსნა აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს რამე, იგივეა რომ ესაუბრო დაძინებულ ადამიანს.
რას ვაკეთებთ როდესაც თავს ცუდად ვგრძნობთ? - ჩვენს თავს ვიდანაშაულებთ, ვტირით და ვყვირით. ამიტომ დაიმახსოვრეთ, როცა ვინმე გიყვირით, ის ცუდადაა.
რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ „მან“ ყვირილი შეწყვიტოს - უბრალოდ იყავით წყნარად, ჩუმად. მიეცით მათ დამშვიდების საშუალება. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ სიტყვებს.
როგორ უნდა შეინარჩუნოთ მტკიცე სახე? - გონებაში შეაქეთ საკუთარი თავიდა თქვით -„რა ნიჭიერი ვარ. შემიძლია ასეთ ადამიანთან წყნარად და მშვიდად ვიყო“.
დუმილს აქვს ცივი წყლის ეფექტი. მიეცით მას „გაგრილების“ საშუალება.
მართლაც ურთულესია იყოთ ჩუმად, როცა ვინმე გიყვირით. მაგრამ თუკი ასე მოიქცევით ამით გაუფრთხილდებით ჯანმრთელობას, არ შეგერყევათ ფსიქიკა და ოპონენტსაც მარტივად „დაამარცხებთ“.
თემები: ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია