ამას თითქმის ყველა ვაკეთებთ! — 3 საზაფხულო ჩვევა, რომელიც მომენტალურად გვაბერებს
- 12.06.2026
ზაფხული ყველას გვიყვარს: ნამზეური, დასვენება და მინიმალური მაკიაჟი. თუმცა, სანამ ჩვენ სახის კანს ძვირადღირებული შრატებით ვუვლით, არის ერთი ზონა, რომელიც მომენტალურად გვაბერებს და ამაში დამნაშავე ჩვენი ყოველდღიური საზაფხულო ჩვევებია!
აღმოჩნდა, რომ თვალის გარშემო კანი რამდენჯერმე თხელია, თითქმის არ აქვს ცხიმოვანი ჯირკვლები და პირველი რეაგირებს მზის სხივებსა და გაუწყლოებაზე. სწორედ აქ ჩნდება ე.წ. „ბატის თათები“ და ნაოჭები, თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე ველოდებით.
გაერკვიეთ, რა შეცდომებს უშვებთ ყოველდღიურად და როგორ გადაარჩინოთ კანი მარტივი ხერხებით:
1. საშინელი ჩვევა, რომელზეც არც კი გიფიქრიათ: თვალების მოჭუტვა!
ბევრი ჩვენგანისთვის მზის სათვალე მხოლოდ მოდური აქსესუარია, თუმცა კოსმეტოლოგები გვაფრთხილებენ: ეს ნაოჭების პრევენციის მთავარი იარაღია! ყოველ ჯერზე, როცა მზეზე თვალებს ჭუტავთ, კუნთი იკუმშება. თუ ეს წლების განმავლობაში მეორდება, დინამიკური ნაოჭები ღრმა, მუდმივ ხაზებად იქცევა. კარგი სათვალე ზოგჯერ ძვირადღირებულ ბოტოქსზე უკეთესადაც კი მუშაობს - ატარეთ ის არა მხოლოდ პლაჟზე, არამედ ქალაქშიც!

2. საბედისწერო შეცდომა: SPF კრემის „დაზოგვა“
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მზისგან დამცავი კრემის წასმა მთელ სახეზე, გარდა... თვალის გარშემო ზონისა! ბევრს ეშინია ლორწოვანი გარსის გაღიზიანების, შედეგად კი ქუთუთოები ულტრაიისფერი გამოსხივების უზარმაზარ დოზას იღებს. დღეს უკვე დამტკიცებულია: ფოტოდაბერება ნაოჭების გაჩენის ნომერ პირველი მიზეზია.

3. არასოდეს გააკეთოთ ეს: თვალების მოფხანვა და ხეხვა!
ზაფხულში მტვერი, კონდიციონერი, ქარი და ზღვის წყალი თვალებს გვიღიზიანებს, ჩვენ კი მათ უხეშად ვიფხანთ. თვალის გარშემო ნაზი კანი ვერ უძლებს ასეთ ზეწოლას - ქსოვილების მუდმივი გაწელვა იწვევს კანის მოშვებას, ჩაშავებას და ნაადრევ სიმკვრივის დაკარგვას.
4. ფარული მტერი, რომელიც სახლში გვაქვს: კონდიციონერი!
სიცხეში კონდიციონერი ნამდვილი ხსნაა, მაგრამ მისი მშრალი და ცივი ჰაერი მომენტალურად აშრობს თვალის გარშემო კანს. თუ შეამჩნიეთ, რომ ზაფხულში ნაოჭები უფრო გამოიკვეთა, ნუ დაბრალებთ ასაკს - ეს უბრალოდ ტენიანობის კატასტროფული ნაკლებობაა!

პროდუქტები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა შეიძინოთ:
ზაფხულში კანს სჭირდება დაცვა და ინტენსიური ჰიდრატაცია. ეძებეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც შეიცავს:
-
ჰიალურონის მჟავას
-
პეპტიდებსა და ანტიოქსიდანტებს
-
C ვიტამინს და ნიაცინამიდს
-
ხოლო საღამოს მოვლისთვის „ოქროს სტანდარტად“ კვლავ რჩება რეტინოლი.
კოსმეტოლოგის ოქროს ფორმულა: „საუკეთესო შედეგს იღებს არა ის, ვინც უკვე გაჩენილ ღრმა ნაოჭებს ებრძვის, არამედ ის, ვინც კანს წინასწარ იცავს. დაიმახსოვრეთ 3 მარტივი წესი: არ გახვიდეთ გარეთ მზის სათვალის გარეშე, გამოიყენეთ SPF ღრუბლიან ამინდშიც და არასოდეს დაიშუროთ დამატენიანებელი!“
თემები: სათვალეები, თვალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია