1985 წელს გაჩნდა იდეა, რომ სწორედ იუმორის მეშვეობით შეგროვებულიყო თანხა ბავშვების დასახმარებლად, 1988 წელს პირველად აღინიშნა წითელი ცხვირის დღე ეთიოპიაში. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად. ამ კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანა და სხვა. უამრავი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას, იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეხმარება ბავშვებს.
საქართველო ოფიციალურად უერთდება კამპანიას და პირველად აღნიშნავს ამ დღეს. შემოსული თანხა მოხმარდება ლეიკემიის წინააღმდეგ მებრძოლ, 7 წლის ნიკა დვალაძის მკურნალობასა და აკა სინჯიკაშვილის საქველმოქმედო ინიციატივას.
კამპანია დაიწყება მარტის ბოლოდან და გაგრძელდება აპრილის ბოლომდე. სპეციალურად ამ აქციისთვის შეიქმნება საიტი, ომედიას პარტნიორობით. დანარჩენი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კამპანიის ორგანიზატორები არიან აკა სინჯიკაშვილი და Key Communications
თემები: red nose