სტილი

ვიქტორია ბექჰემის ახალი იმიჯი და 2000-იანების დაბრუნება: თმის 3 ტრენდი, რომელიც ამ ზაფხულს ყველაზე აქტუალური იქნება

ვიქტორია ბექჰემის ახალი იმიჯი და 2000-იანების დაბრუნება: თმის 3 ტრენდი, რომელიც ამ ზაფხულს ყველაზე აქტუალური იქნება

ვიქტორია ბექჰემის ძველი სკოლის „დიპ-დაიდან“ დაწყებული, ზენდეიას „ინდი-სლიზ“ სტილის ნაწნავებით დასრულებული – ნოსტალგიური ვარცხნილობები მოდაში დიდებულად ბრუნდება.

ვიქტორია ბექჰემის ახალი იმიჯი და 2000-იანების დაბრუნება: თმის 3 ტრენდი, რომელიც ამ ზაფხულს ყველაზე აქტუალური იქნება

„მოემზადეთ, 2000-იანების თმის მთავარი ტრენდი ბრუნდება! ვიქტორია ბექჰემი მაიამიში ახალი იმიჯით გამოჩნდა და ყველას დაანახა, რომ ერთ დროს უზომოდ პოპულარული ომბრე (ე.წ. „დიპ-დაი“) კვლავ მოდაშია.“

ის ერთადერთი ცნობილი სახე არ არის, ვინც წარსულში დაბრუნდა. ზენდეია თავისი ახალი ფილმის, „ოდისეას“ პრესტურის ფარგლებში, 2000-იანების ფავორიტ „ნაწნავებს“ დაუბრუნდა.

ხოლო ჯიჯი ჰადიდის ბოლო ვარცხნილობა ძალიან მოგვაგონებს ჯენიფერ ენისტონის მიერ გაპოპულარულებულ საკულტო ვარცხნილობას - „რეიჩელს“.

ლონდონის წამყვანი სალონებიც ადასტურებენ, რომ კლიენტები სულ უფრო ხშირად ითხოვენ ნოსტალგიურ სტილს.

ომბრე დაბრუნდა

ვიქტორია ბექჰემის ახალი იმიჯი აშკარად გააზრებული არჩევანია. ნაცვლად იმისა, რომ მუქი ძირები და ღია ბოლოები ერთმანეთში რბილად გადასულიყო, მან ფერთა მკვეთრი კონტრასტი დატოვა – ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა ამ სტილს „დიპ-დაის“ ვეძახდით.

„რეიჩელის“ დაბრუნება

ვარცხნილობა „რეიჩელი“ ყველას ჯენიფერ ენისტონს გვახსენებს სერიალის „მეგობრები“ პირველი სეზონებიდან. თუმცა, ჯიჯი ჰადიდმა ახლახან დააბრუნა ამ სტილის უფრო გვიანდელი ვერსია – გრძელი, გლუვი ფენებით, პრიალა ბზინვარებითა და დამახასიათებელი, გარეთ აპრეხილი ბოლოებით.

ლონდონის წამყვანი სალონების თქმით, ეს უკვე ამ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობაა. სტილისტები გვირჩევენ, რომ იდეალური შედეგისთვის თმის უთო გამოვიყენოთ.

„ინდი სლიზ“ ნაწნავები

2008 წელს არცერთი წვეულება არ ჩაივლიდა სახის ჩამომყალიბებელი, ფრანგული ნაწნავის გარეშე. ზენდეიამ კი დაამტკიცა, რომ ეს ინდი-სტილი 2026 წელსაც ისევე კარგად მუშაობს, როგორც წლების წინ.

„ადამიანი-ობობას“ ვარსკვლავის სტილისტმა ნაწნავები მის საპრესკონფერენციო იმიჯებს მოარგო. თუმცა, ზენდაიას სტილისტმა იერი გაათანამედროვა: მან შექმნა უფრო თავისუფალი, მოშვებული ნაწნავი, რაც „ქულ გერლ“ ეფექტს ქმნის.

როგორც ყველაფერი, რასაც ზენდაია აკეთებს, ეს ტრენდიც სრულიად ბუნებრივად და ძალდაუტანებლად გამოიყურება. თანაც, იდეალურია ზაფხულისთვის, როცა გსურთ, თმამ სახეზე არ შეგაწუხოთ. მთავარია, მოერიდოთ ზედმეტად გაპრიალებულ და მყარად დაფიქსირებულ ფორმებს.