ვენეციის კინოფესტივალი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული სტილი
- 02.09.2026
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ქალაქში უკვე არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა და, როგორც ყოველთვის, მათი ჩაცმულობა არანაკლებ ყურადღებას იქცევს, ვიდრე ფილმები. წლევანდელ ფესტივალზე მაყურებელი ისეთ ვარსკვლავებს ელოდება, როგორებიც არიან კლერ ფოი, ჯეკ ო’კონელი, ქეით და რუნი მარა, ალისია ვიკანდერი, სიუზან სარანდონი, პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი. ჟიურის პრეზიდენტი კი მეგი ჯილენჰოლი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან არაერთ საინტერესო მოდურ გამოჩენას უნდა ველოდოთ. მანამდე კი ვენეციაში უკვე ვიხილეთ ამალ კლუნი ტომ ფორდის მწვანე ლუქში, კლერ ფოი მთლიანად Bottega Veneta-ში და სელენა გომესი ყავისფერ, დახვეწილ ლუქში. ლორა დერნმა მონოქრომული, სადა სტილი მკვეთრი მწვანე ჩანთით გააცოცხლა. ქეით მარა ლიდოზე ჩექ-პრინტის მაღალყელიანი ზედითა და მისივე სტილის მინი-ქვედაბოლოთი გამოჩნდა. ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა კლასიკურ შავ კოსტიუმს მიმართა და ოფიციალურ ფოტოსესიაზე ელეგანტური, მინიმალისტური ლუქით გამოჩნდა. ამალ და ჯორჯ კლუნები ფესტივალის დაწყებამდე ვენეციაში ჩავიდნენ. ამალმა ტომ ფორდის ხავსისფერი, აბრეშუმის შორტებისა და შესაბამისი ტოპის კომბინაცია აირჩია, რომელსაც დიდი ზომის სათვალე და მწვანე ბლეიზერი შეუხამა. ჯორჯმა კი უფრო თავისუფალი სტილი მოირგო - მუქი ლურჯი პოლოს მაისური და თეთრი შარვალი. მეგი ჯილენჰოლმა კიდევ ერთი ელეგანტური ლუქი გვაჩვენა - მუქი ლურჯი, ქამრით აქცენტირებული Celine-ის ბლეიზერი და ფართო თეთრი შარვალი. სელენა გომესი და ბენი ბლანკო ვენეციის ქუჩებში ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. გომესმა ყავისფერი, ტონალური ლუქი აირჩია - მაღალყელიანი ზედა, ზამშის ქვედაბოლო და ჩექმები. ბენი ბლანკო კი მთლიანად ლურჯ ფერებში იყო ჩაცმული. კლერ ფოიმ ვენეციაში სრული Bottega Veneta-ს ლუქით ჩასვლა გადაწყვიტა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა შინდისფერი, ნაქსოვი ტყავის Barbara-ს ჩანთა, რომელიც მთლიან ლუქს დახვეწილ აქცენტს სძენდა.
ლორა დერნი

ქეით მარა

მეგი ჯილენჰოლი

ამალ და ჯორჯ კლუნები

მეგი ჯილენჰოლი

სელენა გომესი და ბენი ბლანკო

კლერ ფოი

თემები: მსახიობები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია