LIFE

პენელოპა კრუსი წითელ კაბაში და ბენ აფლეკი ძმის მხარდასაჭერად - ვენეციის ფესტივალის მეშვიდე დღის კადრები

პენელოპა კრუსი წითელ კაბაში და ბენ აფლეკი ძმის მხარდასაჭერად - ვენეციის ფესტივალის მეშვიდე დღის კადრები

ვენეციის კინოფესტივალი ვარსკვლავური გამოსვლებით გრძელდება. მეშვიდე დღეს წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება პენელოპა კრუსმა და ხავიერ ბარდემმა მიიქციეს - წყვილმა ერთად წარადგინა ახალი ფილმი „ბუნკერი“, რომელშიც ეკრანზეც ცოლ-ქმარს განასახიერებენ.

პენელოპა კრუსმა ამჯერად Chanel-ის სპეციალურად მისთვის შექმნილი წითელი კაბა აირჩია, რომელიც 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მოდელის მოტივებზე ეიქმნა. მსახიობმა კლასიკური, ელეგანტური სტილი წითელი ფერით კიდევ უფრო ეფექტური გახადა.

კრუსისა და ბარდემის გვერდით ფილმის კიდევ ერთი მსახიობი, პატრიკ შვარცენეგერი გამოჩნდა. მან Tom Ford-ის, ჰაიდერ აკერმანის მიერ შექმნილი კოსტიუმი მოირგო - ბროწეულისფერი პიჯაკი, შავი შარვალი, ზოლიანი პერანგი და თეთრი ჰალსტუხი.

ფესტივალის მეშვიდე დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრემიერა კეისი აფლეკის ფილმს „კომპანია“ დაეთმო. რეჟისორის მხარდასაჭერად ვენეციაში მისი უფროსი ძმა, ბენ აფლეკიც ჩავიდა, რომელიც ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერია.

დღის პროგრამაში ასევე იყო დოკუმენტური ფილმი „მასკი“, რომელიც ილონ მასკის ცხოვრებასა და საქმიანობას ეძღვნება. თავად მილიარდერმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა და პროექტს „შეკვეთილი კომპრომატი“ უწოდა.

წითელ ხალიჩაზე პენელოპა კრუსის გარდა ყურადღება მიიპყრეს ნაომი ბრანდომ, მეგი ჯილენჰოლმა და სხვა სტუმრებმა. ჯილენჰოლმა Armani Privé-ს ელეგანტური სამოსი აირჩია, ხოლო ბრანდო Alberta Ferretti-ს კაბაში გამოჩნდა.

ვენეციის ფესტივალი კი გრძელდება და მომდევნო დღეებში მაყურებელს კიდევ არაერთი ვარსკვლავური გამოსვლა და ახალი კინოპრემიერა ელოდება.