LIFE

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

თანამედროვე სამყაროს გავლენიან და ძლიერ ქალბატონებზე საუბრისას ადამიანთა უმეტესობას უკვე ხატად ქცეული ჰილარი კლინტონი, მიშელ ობამა და ბიონსე ახსენდება. საბედნიეროდ, ჩვენს ეპოქაში არის ძალიან ბევრი ქალი ლიდერი, რომლებსაც მართვის სადავეები უჭირავთ და წარმატებულები არიან.

გთავაზობთ ინფორმაციას 10 მათგანის შესახებ:

1. ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი - მერკელი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ქალბატონია. „თაიმსმა“ ის წლის ადამიანად დაასახელა. თავისი გადაწყვეტილებების გამო ხშირად არის ჟურნალების გარეკანზე. მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა, მერკელმა სირიელ მიგრანტებს გერმანიის კარი გაუღო.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

2. ელენ ჯონსონ სირლიფი, ლიბერიის პრეზიდენტი - ელენი პირველი ქალი პრეზიდენტია, რომელიც აფრიკაში აირჩიეს. მან თავისი პოლიტიკური კარიერა 1972 წელს დაიწყო. 1980 წლამდე ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ელენმა 2006 წელს გაიმარჯვა. 2011 წელს ის კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. ამავე წელს მან მიიღო ნობელის პრემია ტავაკულ კარმანისთან და ლეიმა გბოვოსთან ერთად, მშვიდობის განმტკიცებისთვის და ქალთა უფლებების დაცვისთვის.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

3. ონგ სან სუ ჩი, მიანმარის სახელმწიფო მრჩეველი(სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია) - სუ ჩი იბრძოდა გენერალ ნე ვინის დიქტატურის წინააღმდეგ. ის ხელმძღვანელობდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ მშვიდობიან მოძრაობას. ის არის დემოკრატიის ეროვნული ლიგის დამფუძნებელი. 1989 წელს შინაპატიმრობა მიესაჯა. შინაპატიმრობიდან 2010 წლის 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

4. მიშელ ბაჩელეტი, ჩილეს პრეზიდენტი - ის არის ჩილეს პირველი ქალი პრეზიდენტი. მისი პოლიტიკური კარიერა საკმაოდ რთულად დაიწყო. ავგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დროს ის აწამეს და გადაასახლეს. საპრეზიდენტო არჩევნებში 2006 წელს გაიმარჯვა, ხოლო მეორედ პრეზიდენტად ის 2013 წელს აირჩიეს.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

5. ჰელე ტორნინგ შმიდტი, დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - შმიდტი დანიის პირველი ქალი პრემიერ მინისტრი და სოციალ-დემოკრატების ლიდერია. მან დანიაში საემიგრაციო კანონები უფრო ლოიალური გახადა. ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის - „დაიცავი ბავშვების“, ხელმძღვანელად მუშაობს.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

6. პაკ კინ ჰე, სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი - ფორბსის გამოკითხვის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიან და ძლიერ ქალბატონებს შორის პაკ კინ ჰე მეთერთმეტე ადგილს იკავებს. მას სულ ახლახანს, 2017 წლის 10 მარტს შეუწყდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერთხმად დაამტკიცა.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

7. სონია განდი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი - სონია ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის ქვრივია. დიდი ხნის განმავლობაში ის ადამიანისა და ქალების უფლებებისთვის იბრძოდა. მას შემდეგ, რაც 1991 წელს მისი მეუღლე მოკლეს, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. დღეს ის ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტია.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

8. ტერესა მეი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი - მეი არის გაერთიანებული სამეფოს მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ. 2016 წლის ივლისში ის კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

9. კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი, არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი - ის არგენტინის მეორე ქალი პრეზიდენტია, მაგრამ ხალხის მიერ არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი გახლავთ.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

10. დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის პრეზიდენტი - დალია გრიბაუსკაიტე გახლავთ ლიტვის პირველი ქალი პრეზიდენტი. ის პრეზიდენტად 2009 წელს აირჩიეს. ხოლო მეორედ 2014 წელს. მსგავსად მარგარეტ ტეტჩერისა, ხალხი მასაც „რკინის ლედის“ უწოდებს.

თანამედროვე სამყაროს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ



<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>