LIFE

მოდური თუ სახიფათო გარდერობი ?

მოდური თუ სახიფათო გარდერობი ?

როცა სახლიდან გასასვლელად ემზადები, ძირითადად იმაზე ფიქრობ, რაც შეიძლება ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდე. არ ფიქრობ, რამდენად სასარგებლოა ესა თუ ის ნივთი ჯანმრთელობისთვის, ან პირიქით, საზიანო. არსებობს ბევრნაირი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი, რომლებიც შენს ჯანმრთელობას ვნებს. ამიტომაც მოერიდე მათ ხშირად ტარებას, სილამაზე ყოველთვის არ მოითხოვს „მსხვერპლს“!

1. ვიწრო ჯინსი

მოდური თუ სახიფათო გარდერობი ?

ვიწრო ჯინსში შეიძლება კარგად გამოიყურები, მაგრამ მისი ხშირად ტარება იწვევს მუცლის ტკივილს და შებერვას. ექიმები ამბობენ, რომ ვიწრო ჯინსმა, შესაძლოა, რამდენიმე ტიპის ინფექციაც გამოიწვიოს. კარგია, რომ „ბოიფრენდ“ ჯინსები ისევ მოდურია!

2. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

მოდური თუ სახიფათო გარდერობი ?

როდესაც ფიქრობ არაკომფორტულ ნივთებზე, პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გახსენდება - ეს უბრალოდ არ ხდება. მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეიძლება დააზიანოს კოჭები და სახსრები. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი ტარება, იწვევს ფეხის კუნთების დასუსტებასა და ტკივილს; დროთა განმავლობაში, ეს ტკივილები გადადის თეძოებისა და ზურგის არეში.

3. კორსეტი

მოდური თუ სახიფათო გარდერობი ?

წელის ფორმის დაყენება კორსეტის დახმარებით ახლაც მოდურია. დიდი ხნით კორსეტის ტარება ადუნებს მუცლის კუნთებს. ასევე შეიძლება იგრძნო ტკივილები სუნთქვის დროს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ უბრალო კორსეტი ამცირებს გარშემოწერილობას, ამიტომ ჯობია ივარჯიშო და ბუნებრივად ლამაზი წელი ამ გზით მიიღო.

4. მძიმე საყურეები

მოდური თუ სახიფათო გარდერობი ?

მძიმე საყურე აზიანებს ყურის ბიბილოს - კარგავს ფორმას და თხელდება. თუ საყურე იაფფასიანი მეტალისგანაა დამზადებული, შეიძლება ალერგიული რეაქციაც კი გამოიწვიოს.

5. დაბალძირიანი ფეხსაცმელები

მოდური თუ სახიფათო გარდერობი ?

შეიძლება იფიქრო, რომ ჯანმრთელობისთვის უკეთესია, გეცვას დაბალძირიანი ფეხსაცმელი ვიდრე მაღალქუსლიანი, თუმცა ორივეს ერთნაირი ზიანი მოაქვს. უქუსლო ფეხსაცმელებს არა აქვს შემამსუბუქებელი ფეხის საბჯენი, რაც იწვევს ქუსლების ტკივილს. საბედნიეროდ, ბოტასები ყოველთვის მოდურია და შეგიძლია, სპორტული სტილის მონატრება მის ხარჯზეც აინაზღაურო.

6. “ტანგა”

მოდური თუ სახიფათო გარდერობი ?

რთულია წარმოიდგინო, რომ საცვალი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. ყოველდღიურად “ტანგის” ხმარება ნამდვილად საზიანოა მათთვის, ვინც მიდრეკილია ვაგინალური ინფექციებისკენ.უმეტესწილად ასეთი საცვალი არ არის ბამბის, რის გამოც შეხების წერტილებში ღიზიანდება კანი და იოლად აღწევენ ბაქტერიები.

7. მძიმე ჩანთა

მოდური თუ სახიფათო გარდერობი ?

დიდი, მძიმე ჩანთა ძალიან მოსახერხებელია, თუ ბევრი ნივთის ტარება გიწევს. თუმცა ის ასევე ძალიან საზიანოა შენი სხეულისთვის. ერთი ბეჭით მძიმე ტვირთის ტარებამ შეიძლება დასწიოს ცალი მხარი და გამოიწვიოს კუნთების ტკივილი.